"ბარსას" 2014/15 წლების სეზონის გასვლითი ფორმა

  • 16-07-2014, 13:56
  • "ბარსას" 2014/15 წლების სეზონის გასვლითი ფორმა

    ნაიკმა და "ბარსელონამ" 2014/15 წლების სეზონის გასვლითი ფორმა წარადგინეს.

    მაისური არის ნათელი ალისფერი. მანჟეტები წინა მხრიდან წითელია, უკანა მხრიდან კი ლურჯი. საყელოს შიდა მხარეს, კლუბის ლურჯ და წითელ ფერებს შორის არის კატალონიის დროშა. ეს დეტალი საყელოს უკან მეორდება, მაგრამ აქ "ბარსა" ლურჯად არის დაწერილი და კლუბის უნიკალური შრიფტი ქვემოთ არის განთავსებული.

    საყელოსთან არის ლურჯი იარლიყი, რომელსაც აწერია 'მეტი ვიდრე კლუბი' და 1899 (კლუბის დაარსების წელი).

    ორივე მხარეს თხელი ლურჯი ზოლი აქვთ ახალ ალისფერ შორტებს. იგივე ფერის წინდებს უკანა მხარეს აქვთ ფართო ზოლი.

    ნაიკის Dri-Fit ტექნოლოგიით ოფლი სხეულიდან გადადის მაისურის გარეთა ნაწილსა და შორტებზე და ადვილად ორთქლდება. ეს ინარჩუნებს კომფორტს, სიმშრალესა და სიგრილეს, შედეგად კი ფეხბურთელებს უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლიათ.

    ფორმები დამზადებულია გადამუშავებული პლასტიკური წყლის ბოთლებისაგან. შორტის 100% არის გადამუშავებული პოლიესტერი, მაისურები - 96%, წინდები - 78%.

    თითოეული ფორმის დასამზადებლად გამოყენებულია საშუალოდ 18 გადამუშავებული პლასტიკური ბოთლი. ბოლო 4 წლის განმავლობაში ნაიკმა ფორმების დასამზადებლად გამოიყენა თითქმის 2 მილიარდი ბოთლი.

    ნაიკმა გამოიყენა ბევრი ცნობილი ფეხბურთელის სხეულის 3D სკანირება, რათა შეექმნა ახალი გაუმჯობესებული და იდეალური ფორმა, რომელიც სხეულს ბუნებრივად მოძრაობის საშუალებას აძლევს. შედეგად უმჯობესდება ფეხბურთელის კომფორტი და თამაშის დონე.

    ნაიკის წინდები გამორჩევა უფრო პრიალა და განახლებული დიზაინით, რომელიც სპეციალურად ფეხბურთისთვის შექმნეს.

    16 ივლისიდან ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება ნაიკის საიტზე (nike.com/fcb), მაღაზიებში კი ფორმები 17 ივლისიდან გაიყიდება.

    სურათები.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 31 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV