მესი – ლიდერი; ბოიანი – რეკორდსმენი; რონალდინიო? – ფანდარასტ?

მესი – ლიდერი; ბოიანი – რეკორდსმენი; რონალდინიო? – ფანდარასტ?

 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველმა მატჩმა, რომელშიც კატალონიური "ბარსელონა” ფრანგულ "ლიონს” დაუპირისპირდა, ბევრი რამ დაგვანახა. ფეხბურთის გულშემატკივარი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ რაც არ უნდა ცუდ მდგომარეობაში იყოს კატალონიური გრანდი, რაც არ უნდა ცუდ შედეგებს აჩვენებდეს იგი, რაც არ უნდა კრიტიკის ქარცეცხლში იყვნენ ფეხბურთელები და მწვრთნელი გატარებულნი და რაც არ უნდა სერიოზული დაპირისპირება არსებობდეს კლუბში, "ბარსელონას” ჩამოწერა მაინც არასდროს არ შეიძლება. გუნდის ორი ლიდერის, კარლეს პუიოლის და სამუელ ეტო’ოს არყოფნაში კატალონიელებმა მოახერხეს და საფრანგეთის ზედიზედ ექვსქზგის ჩემპიონს და ევროპაში ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს, "ლიონს”, კუდით ქვა ასროლინეს.

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ” ანგარიშის მიხედვით დამაჯერებლად გაიმარჯვა, კატალონიელთა თამაში მაინც შორს არის იმ თამაშისგან, რასაც მისგან მისი ერთგული გულშემატკივარი მოელის. უნდა ვაღიაროთ ის ფაქტიც, რომ გუშინდელ თამაშში არც "ლიონი” წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს, რამაც დიდწილად განაპირობა მასპინძელთა ესოდენ დიდი ანგარიშით გამარჯვება.

იმისათვის, რომ ასეთი გამარჯვების შემდეგ გუნდის თამაშში ხარვეზები აღმოაჩინო, საჭირო არის თითოეული რგოლის თამაშის ცალ-ცალკე გარჩევა, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელი არის მეკარის და დაცვის შემთხვევაში, რადგან ვიქტორ ვალდესს მთელი თამაშის განმავლობაში საქმე საერთოდ არ ჰქონია, რაც შეეხება დაცვას, "ლიონის” უსუსური შეტევების მოგერიების დროს მასპინძელი გუნდის მცველებს შეცდომა არ დაუშვიათ, მაგრამ ამ თამაშით მათ სათამაშო ფორმას ნამდვილად ვერ შევაფასებთ, რადგან მაინცდამაინც საქმით დატვირთულნი არც დამცველები ყოფილან. ერთადერთი გამოსარჩევი არის გაბრიელ მილიტოს ასე თუ ისე დამაჯერებელი თამაში და ერიკ აბიდალი, რომელიც რამდენიმეჯერე შესანიშნავად ჩაერთო შეტევაში და ტიერი ანრის და დეკოს გოლის გატანის კარგი მომენტებიც შეუქმნა.

დაცვას რომ ბევრი საქმე არ ჰქონია, ეს დიდწილად განპირობებულია ნახევარდაცვის კარგი და ეფექტური თამაშით. მოედნის ცენტრში შეუდარებელი იყო ია ია ტურე, შეტევაში კარგად ირჯებოდა დეკო, ხოლო შავი სამუშაოს შესრულებას კარგად ართმევდა თავს ჩავი, ამ სამეულმა მოახერხა იმდენი, რომ თუ საწყის წუთებს არ ჩავთვლით, "ლიონის” ფეხბურთელებს ბურთის ნორმალურად გაკონტროლების საშუალება არ მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ თამაშში თავბრუდამხვევი დრიბლინგებით და ეფექტური თამაშით თავი არ გამოუჩენია ლეო მესის, მაინც შეიმჩნეოდა, რომ იგი უკვე მზად არის იქცეს გუნდის ლიდერად და წინ გაუძღვეს მას, "ლინთან” დაპირისპირებაში მესიმ მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დიდწილად განაპირობა კიდეც თავისი გუნდის გამარჯვება.

თუ მთელს თამაშს გავაანალიზებთ, მიუხედავად გატანილი გოლისა, "ბარსელონას” გულშემატკივარი კმაყოფილი მაინც ვერ დარჩებოდა ტიერი ანრის თამაშით, რადგან მან გოლის გატანის რამდენიმე კარგი მომენტი გაუშვა ხელიდან და ხშირად თამაშის საკუთარ თავზე აღებას და გოლის გატანას ცდილობდა მაშინ, როდესაც უკეთეს მდგომარეობაში მყოფი პარტნიორისთვის პასი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ანრის ამაში ალბათ არც გაემტყუნება, მას სჭირდებოდა გოლი, რითიც პირველ რიგში თავის თავს და შემდეგ გულშემატკივრებს დაუმტკიცებდა, რომ იგი "ბარსელონაში” თამაშის ღირსია, ანრიმ გოლის გატანა მოახერხა და იმედი ვიქონიოთ აწი აქცენტს უფრო გუნდურ თამაშზე გააკეთებს.

შეხვედრაში შეძლებისდაგვარად კარგად ჩაერთვნენ შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები, ინიესტა მოედნის ცენტრშიც კარგად თამაშობდა და მომენტებსაც ქმნიდა, ხოლო მესის მიერ მეორე გატანილ გოლში დიდი როლი სწორედ "სიკვდილას” მიუძღვის. ინისტას არ ჩამორჩა ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი, ჯოვანი დოს სანტოსი, რომლის კარგად თამაშის დროსაც მოახერხა ანრიმ გოლის გატანა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენ ბოიან კრკიჩს, მას თამაშის საშუალება მხოლოდ 4 წუთი მიეცა და ბუნებრივია ვერ შესძლო თავისი შესაძლებლობების სათანადოდ წარმოჩენა, მაგრამ ერთ მომენტში მაინც დაგვანახა, თუ რამდენად მონდომებულია და ურთულეს სიტუაციაში ბურთი რამდენიმე მოწინააღმდეგე ფეხბურთელს არ დაუთმო.

ალბათ ამ ველაფრის შემდეგ გაჩნდება კითხვა – მაშინ რაშია პრობელამა, თუ ესე კარგად ითამაშა ყველამ, მაშინ რაღა აკლდა გუნდის თამაშს? პასუხი კი მარტივია – რონალდინიო. მართალია ბრაზილიელს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ ეს ის რონალდინიო აღარ არის, რომლის წინამძღოლობითაც "ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგა მოიგო. კლუბის დღევანდელი შემადგენლობის შემყურე მაინცდამაინც დიდი ტრაგედია აღარ უნდა იყოს, თუ რონალდინიო ძველებურად კარგად თამაშობს, რადგან "ბარსელონა” უკვე ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული გუნდი აღარ არის და რაიკაარდის განკარგულებაში არაერთი ისეთი ფეხბურთელი არის, რომლებსაც კონკრეტულ მატჩში გუნდის ლიდერობა შეუძლიათ და არანაკლებ კარგად, ვიდრე რონალდინიოს. პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს, მიუხედავად შემადგენლობის გაძლიერებისა კლუბის თითოეული ფეხბურთელის და მთლიანად კლუბის ფსიქოლოგია დარჩა უცვლელი, ეს ფსიქოლოგია კი არის ის, რომ "რონალდინიო არის ღმერთი”. მოედანზე მოფი ყველა ფეხბურთელი, როდესაც მას ბურთი აქვს, ეძებს კბილებდაკრეჭილ, გრძელთმიან, ფერადკანიან ადმიანს, რომელსაც ზურგზე 10 ნომერი აწერია და ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს ღუპავს გუნდს. ამითი ხდება ისეთი ფეხბურთელების უგულვებელყოფა, როგორებიც არიან თუნდაც მესი, ანრი, დეკო ან სხვები. რონალდინიო კი თავის მხრივ ვეღარ ასრულებს გუნდის ლიდერის მოვალეობას და შესაბამისად "ბარსელონას” შეტევების დიდი ნაწილიც მთავრდება დიმიტრი ობოლაძის აწ უკვე ტრადიციული სიტყვებით- "რონალდინიომ აშკარად ზედმეტი მოინდომა”. პირადად ჩემი აზრია, რომ უკვე დროა რონალდინიო იქცეს გუნდის ერთ-ერთ რიგით ფეხბურთელად ("ბარსელონას” რიგით ფეხბურთელობაში ცუდი ნამდვილად არაფერია) და გუნდის ლიდერის ფუნქციები თავის თავზე აიღოს მესიმ, რაც მას აშკარად კარგად გამოსდის. ბოლო მატჩებშიშეინიშნება ის ფაქტი, რომ რაიკაარდი აგრძნობინებს რონალდინიოს, რომ იგი კლუბისთვის ის ერთადერთი და შეუცვლელი ფეხბურთელი აღარ არის, რომელიც გასულ წლებში იყო, მაგრამ როგორც სჩანს პრობლემა უკვე თავად ფეხბურთელებში არის, რომლებსაც უკვე ჩვევად აქვთ ქცეული რონალდინიოსათვის ნებისმიერ, თუნდაც გამოუვალ სიტუაციაში პასის მიცემა, რაიკაარდს პირველ რიგში ალბათ ამ მიმართულებით აქვს სამუშაო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.