დეულოფეუ კლუბში საკუთარ მომავალზე ფიქრობს

დეულოფეუ კლუბში საკუთარ მომავალზე ფიქრობს

კატალონიის "ბარსელონას" ნიჭიერი ახალგაზრდა ესპანელი ფორვარდი, ჟერარ დეულოფეუ აცხადებს, "ბარსელონაში" დარჩენა გარანტირებული არ აქვს. იტყობინება, Goal. 

"რა თქმა უნდა მე პირველი გუნდისაკენ მივისწრაფი მაგრამ ეს ძალზედ რთული ამოცანაა. იქ ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. მე აუცილებლად დაველაპარაკები კლუბს რათა გავიგო თუ რომელი გადაწყვეტილება იქნება საუკეთესო. ჩემთვის რა თქმა უნდა სასიამოვნოა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ თუმცა გადაწყვეტილებას ისინი ღებულობენ. თუ მე არენდით სხვა კლუბში გადავალ აუცილებლად მექნება იმის შესაძლებლობა, რომ მეტი სათამაშო დრო მქონდეს და გავაგრძელო სვლა ჩემს პროფესიონალურ ოცნებამდე." - განაცხადა, დეულოფეუმ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.