მესი:"მჯერა, რომ არგენტინა პლეი-ოფში გავა"

მესი:"მჯერა, რომ არგენტინა პლეი-ოფში გავა"

კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშემ, ლიონელ მესიმ, გამოთქვა რწმენა, რომ მისი ქვეყნის ნაკრები აუცილებლად შესძლებს კოპა ამერიკაზე პლეი-ოფში გასვლას, მიუხედავად იმ ორი ქულისა, რომელიც არგენტინამ პირველ ორ მატჩში მოიპოვა.

 

"მოუთმენლად ველოდები შემდეგ მატჩს, რომელსაც კოსტა-რიკის წინააღმდეგ გავმართავთ. ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას მოვახერხებთ."-ციტირებს მესის სიტყვებს გაზეთი "Ole".

 

შეგახსნებთ, რომ არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკას ფარგლებში უკვე ორი მატჩი გამართა. არგენტინელები ბოლივიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შეხვდნენ. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. დღეს ისინი ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს კოსტა-რიკის წინააღმდეგ გამართავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.