"ბარსას" ოფიციალური საიტი უკვე ფრანგულად და არაბულად

"ბარსას" ოფიციალური საიტი უკვე ფრანგულად და არაბულად

"ბარსელონა" თავისი ოფიციალური საიტის განვითარებას განაგრძობს. გუშინ, კატალონიელთა ვებგვერდს 2 ახალი ენის მხარდაჭერა დაემატა. ამიერიდან, ფრანგ და არაბ "კულეებს", საყვარელ კლუბზე ინფორმაციების მიღება მშობლიურ ენაზე შეეძლებათ.

ფრანგული და არაბული ენების დამატების შემდეგ, "ბარსელონა" არის კლუბი, რომელსაც ყველაზე მრავალენოვანი ოფიციალური საიტი აქვს. ამჟამად, "ბარსას" ვებგვერდზე ინფორმაციები შვიდ ენაზეა განთავსებული. ესენია: ინგლისური, კატალონიური, ესპანური, ფრანგული, არაბული, ჩინური და იაპონური.

"ბარსელონას" წარმომადგენლის, ხავიერ ფაუსის განცხადებით, ფრანგული ენის დამატება, კატალონიური კლუბის პოპულარობას ჩრდილოეთ აფრიკასა და აფრიკის კონტინენტის ფრანგულენოვან ქვეყნებში გაზრდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.