მესის ახალი გამოწვევა 2014 წელს

მესის ახალი გამოწვევა 2014 წელს

მესი და რონალდუ თავიანთი კლუბების ლიდერები არიან. ასე რომ, არაა გასაკვირი, რომ ისინი ერთმანეთს ინდივიდუალურად მუდმივად ებრძვიან. კრიშტიანუ ფანტასტიკურ ფორმაშია, თუმცა მესი დაბრუნდა და ბრძოლისთვის მზად არის.

მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა "სელტას" დუბლი შეუსრულა, კარიერაში 400 გატანილი გოლი დაუგროვდა. მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი მატჩში საშუალოდ 0.61 გოლს იტანს. ძალიან ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია რონალდუს კონკურენცია გაუწიოს, ერთ-ერთი კი სწორედ მესია. ლეო მატჩში საშუალოდ 0.75 გოლს იტანს.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, რონალდუს მესიზე მეტი გოლი აქვს გატანილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ არგენტინელს 133 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, ვიდრე პორტუგალიელს. ლეომ 9 გოლი მაქსიმუმ 133 მატჩში უნდა გაიტანოს, რონალდუზე უკეთესი შედეგი რომ დააფიქსიროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.