ფრანსიშკუ ტრინკაუ

დაბადების ადგილი ვიანა დო კასტელო, პორტუგალია
დაბადების თარიღი 29.12.2000
წონა 70 კგ
სიმაღლე 184 სმ
დებიუტი 27.09.2020
თამაში* 38
გოლი* 3
ასისტი* 2

*ბოლო განახლება: 18.04.21

2020 წლის 31 იანვარს "ბარსელონამ" და "ბრაგამ" ფრანსიშკუ ტრინკაუს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ახალგაზრდა პორტუგალიელი კატალონიურ გუნდს აგვისტოში შეუერთდა.

ტრინკაუ 1999 წლის 29 დეკემბერს პორტუგალიაში, ვიანა დო კასტელოში დაიბადა, ფეხბურთის თამაში კი "ვიანენსეს" აკადემიაში დაიწყო, საიდანაც ჯერ "პორტუში", შემდეგ კი "ბრაგაში" გადავიდა.

2018 წლის 28 დეკემბერს ტრინკაუს დებიუტი "ბრაგას" პირველ გუნდში ჰქონდა, როდესაც ქვეყის ლიგის თასზე "ვიტორიას" დაუპირისპირდა. ნელ-ნელა მან ადგილი სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვირდა.

"ბრაგას" პირველ გუნდში ჩატარებულ 48 მატჩში ტრინკაუმ 9 გოლი გაიტანა, ბოლო სეზონში კი ის გუნდის საკვანძო ფეხბურთელად მოგვევლინა.

"ბარსელონაში" დებიუტი ტრინკაუს 2020 წლის 27 სექტემბერს, "ვილიარეალთან" ანგარიშით 4-0 მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა.

ტინკაუს პორტუაგლიის 18, 19, 20 და 21 წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია, 19 წლამდელებთან ერთად კი მან, 2018 წელს, ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი (5 გოლი) და ასისტენტი (3 ასისტი) გახდა.

2020 წლის 5 სექტემბერს ტრანსიშკუ ტრინკაუს დებიუტი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის თასი: 2020/21
ბრაგა
  • პორტუგალიის ლიგის თასი: 2019/20
პორტუგალიის ნაკრები
  • ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი: 2018