რაფინია

დაბადების ადგილი პორტუ ალეგრე, ბრაზილია
დაბადების თარიღი 14.12.1996
წონა 68 კგ
სიმაღლე 176 სმ
დებიუტი 13.08.2022
თამაში* 53
გოლი* 11
ასისტი* 12

*ბოლო განახლება: 17.09.23

ტექნიკური, კარგი დრიბლინგისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარის მქონე ბრაზილიელი გარემარბი.

რაფინია 1996 წლის 14 დეკემბერს ბრაზილიის ქალაქ პორტუ ალეგრეში დაიბადა, "ბარსელონას" კი 2022 წელის ზაფხულში შემოუერთდა.

ფეხბურთის თამაში "ავაის" აკადემიაში დაიწყო, პირველ გუნდში დებიუტი კი 2015 წელს, 19 წლის ასაკში ჰქონდა. მისი ნიჭი ევროპულ გუნდებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და 2016 წელს რაფინია პორტუგალიურ "ვიტორია გიმარაეშში" გადავიდა. პირველ სეზონში ის როგორც სარეზერვო, ასევე პირველ გუნდში თამაშობდა, საბოლოოდ კი ადგილი პირველი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიმკვიდრა.

2 წლის შემდეგ რაფინია ლისაბონის "სპორტინგში" გადავიდა. 2018/19 წლების სეზონში მან ორივე პორტუგალიური თასის მოგებაში დიდი როლი ითამაშა.

შემდეგ იყო ფრანგულ "რენში" გატარებული ერთი წელი. ბრაზილიელი ახალ გუნდში 21 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც "რენის" ისტორიაში მე-2 ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იყო.

რაფინიას კვლავ მხოლოდ ერთი სეზონი დასჭირდა იმისათვის, რომ ყურადღება უფრო მაღალ დონეზე მიექცია და 2020 წელს თავი პრემიერ ლიგაში ამოყო. "ლიდს იუნაიტედში" გატარებულ ორ სეზონში ბრაზილიელმა თავი 17 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

2022 წელს კი ოცნების ახდენისა და "ბარსელონაში" გადმოსვლის დროც მოვიდა.

რაფინია ბრაზილიის ნაკრების წევრიცაა. მისი დებიუტი 2021 წლის ოქტომბერში ვენესუელას ნაკრების წინააღმდეგ შედგა. იმ მატჩში რაფინიამ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტიტულები

სპორტინგი
  • პორტუგალიის თასი: 2018/19
  • პორტუგალიის ლიგის თასი: 2018/19
ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონატი: 2022/23
  • ესპანეთის სუპერ თასი: 2022/23

სიახლეები ფეხბურთელზე

რაფინია ბელოლის "ბარსელონაში" დარჩენა ჯერ სრულად გადაწყვეტილი არაა, რადგან ბრაზილიელი რამდენიმე კლუბის ყურადღებას იპყრობს, "ბარსას" კი...
"ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელის, რაფინიას გუნდიდან წასვლა გამორიცხული არაა იმის მიუხედავად, რომ ტრანსფერის დიდი სურვილი არც ფეხბურთელს აქვს...