"ბლაუგრანა" ისევ ჩემპიონია!

"ბლაუგრანა" ისევ ჩემპიონია!

ალბათ იცით, რომ ჩვენი ფანკლუბის გუნდი "ბლაუგრანა" საფეხბურთო ინტელექტუალურ ვიქტორინა "მე-12 მოთამაშეში" გამოდის და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო გუნდიცაა - 4 სეზონიდან 3 ჩემპიონობა და ერთიც მეორე ადგილი.

გუშინ ამ ტურნირის მეხუთე სეზონის ფინალი გაიმართა. "ბლაუგრანა" ტრადიციულად ჩემპიონობისთვის იბრძოდა, თუმცა გადამწყვეტ, მე-5 ტურს ჩვენი გუნდი ძალიან ცუდი შედეგებით შეხვდა. ლიდერთან, იუვენტუსის ფანკლუბის გუნდ "იუვენტინოსთან" 8 ქულას ვაგებდით, რაც ძალიან დიდი ჩამორჩენა იყო.

მე-5 ტურის პირველი 3 კითხვის შემდეგ ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ისტორიაში პირველად, სამეულს მიღმა ვრჩებოდით.

წინა 4 სეზონიც ძალიან დაძაბული იყო, მაგრამ ჩემპიონობისთვის ყოველთვის მხოლოდ 2 გუნდი იბრძოდა, გუშინ კი იმ დროს, როდესაც მხოლოდ 2 კითხვა იყო დარჩენილი, პირველი ადგილის დაკავების რეალური შანსი 5 გუნდს ჰქონდა, "ბლაუგრანა" კი მათ შორის მე-4 პოზიციას იკავებდა.

თუ რა მოხდა ბოლო ორ კითხვაში, შეგიძლიათ, ვიდეოში ნახოთ.

ესეც ჩვენი გუნდის შემადგენლობა: ილო ბაბუხადია, ნიკა ტაბატაძე, ტატო ბაციკაძე, მიშა ზაქარეიშვილი, ანდრია პროსტოსერდოვი, გიორგი ანთაძე.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 29 მაისი 2022 21:57
    0
    გილოცავთ
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #6 29 მაისი 2022 17:26
    0
    ციტატა: C.PC5
    ციტატა: nika 54
    ყოჩაღ! ეხლა მთავარია საფეხბურთო გუნდებიც აგყვნენ.

    ციტატა: nika 54
    ყოჩაღ! ეხლა მთავარია საფეხბურთო გუნდებიც აგყვნენ.

    ისე სულ მაინტერესებს ის ახალგაზრდა, რამდენიმე კვირა რო გვიმტკიცებდა, ლივერპული ჩემპიონიც გახდება და ლიგის მფლობელიცო. არავინ არ ეკამათებოდა და მაინც გვარწმუნებდა პეპიი და ანჩელოტი მწვრთნელები არ არიან და ამას კლოპი დაამტკიცებსო.
    ისე მართლაც ვერ ყოფილა ლივერპული ის გოლიათი ბარსასთან რო გამოჩნდა 2019-ში, ეტყობა ჩვენ ვიყავით უსუსტესები. როგორც გუშინ გამოჩნდა ლივერპულს დაცვაც და ნახევარდაცვაც კარგები ყავდა, თავდასხმაში კი იმდენი მომენტი გაანიავეს ალბათ დემბელე და ფერანი სადღაც ჩუმად ქირქილებენ.

    ის მართლა სად აორთქლდა საინტერესოა😂 იქეთ სეზონში დაბრუნდეს შეიძლება ისევ თუ გაიფართხალა ლივერპულმა😃 და ისევ მიართმევენ ამ საიტზეც😂😉 და ლივერპულის გოლიათობას რაც შეეხება გუშინ რეალმა რომ აწია თასი მაშინ უფრო მივხვდი რა შანსი გაანიავეს 2019-ში ამ პიტალოებმა😕

    ლივერპულმა და კლოპმააა წუხეელ რაც აწიეს ყველამ ვნახეეთ და ვინც პეპზე და პაპაზე იტყუის მწვრთნელი არააო და ჭ კლასის მწვრთნელიაოო.. გამოჩნდეს და თქვას კლოპი რა მწვრთნელიააა. უფროსწორათ კაი მწვრთნელია მარაა პაპა კარლოს და პეპის რით ჯობიაა. ? ? 1 თი წლით ადრე რო დაადო ლიგააა ლივერპულმაა. რეალს ფავორიტაად არ განიხილავდნეენ დაა საბოლო ჯამში ყველა ფავორიტი ლიგის რეალმაა ამოისვააა. მთელი ინგლისური გრანდი
    --------------------
    Barca
    Culé [?]
    #5 29 მაისი 2022 16:46
    0
    ციტატა: nika 54
    ყოჩაღ! ეხლა მთავარია საფეხბურთო გუნდებიც აგყვნენ.

    ციტატა: nika 54
    ყოჩაღ! ეხლა მთავარია საფეხბურთო გუნდებიც აგყვნენ.

    ისე სულ მაინტერესებს ის ახალგაზრდა, რამდენიმე კვირა რო გვიმტკიცებდა, ლივერპული ჩემპიონიც გახდება და ლიგის მფლობელიცო. არავინ არ ეკამათებოდა და მაინც გვარწმუნებდა პეპიი და ანჩელოტი მწვრთნელები არ არიან და ამას კლოპი დაამტკიცებსო.
    ისე მართლაც ვერ ყოფილა ლივერპული ის გოლიათი ბარსასთან რო გამოჩნდა 2019-ში, ეტყობა ჩვენ ვიყავით უსუსტესები. როგორც გუშინ გამოჩნდა ლივერპულს დაცვაც და ნახევარდაცვაც კარგები ყავდა, თავდასხმაში კი იმდენი მომენტი გაანიავეს ალბათ დემბელე და ფერანი სადღაც ჩუმად ქირქილებენ.

    ის მართლა სად აორთქლდა საინტერესოა😂 იქეთ სეზონში დაბრუნდეს შეიძლება ისევ თუ გაიფართხალა ლივერპულმა😃 და ისევ მიართმევენ ამ საიტზეც😂😉 და ლივერპულის გოლიათობას რაც შეეხება გუშინ რეალმა რომ აწია თასი მაშინ უფრო მივხვდი რა შანსი გაანიავეს 2019-ში ამ პიტალოებმა😕
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 მაისი 2022 16:31
    0
    ვულოცავ. ძალიან კარგი პროექტია ისე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 მაისი 2022 14:36
    2
    ყოჩაღ! ეხლა მთავარია საფეხბურთო გუნდებიც აგყვნენ.

    ციტატა: nika 54
    ყოჩაღ! ეხლა მთავარია საფეხბურთო გუნდებიც აგყვნენ.

    ისე სულ მაინტერესებს ის ახალგაზრდა, რამდენიმე კვირა რო გვიმტკიცებდა, ლივერპული ჩემპიონიც გახდება და ლიგის მფლობელიცო. არავინ არ ეკამათებოდა და მაინც გვარწმუნებდა პეპიი და ანჩელოტი მწვრთნელები არ არიან და ამას კლოპი დაამტკიცებსო.
    ისე მართლაც ვერ ყოფილა ლივერპული ის გოლიათი ბარსასთან რო გამოჩნდა 2019-ში, ეტყობა ჩვენ ვიყავით უსუსტესები. როგორც გუშინ გამოჩნდა ლივერპულს დაცვაც და ნახევარდაცვაც კარგები ყავდა, თავდასხმაში კი იმდენი მომენტი გაანიავეს ალბათ დემბელე და ფერანი სადღაც ჩუმად ქირქილებენ.
    Culé [?]
    #2 29 მაისი 2022 13:57
    0
    გილოცავთ!✊ რთულ გამარჯვებას უფრო კარგი გემო აქვს😉
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 მაისი 2022 13:27
    3
    გილოცავთ!✊️