ბარსელონას ოფიციალურ ფანკლუბში გაწევრიანება გრძელდება
"ბარსელონას" ოფიციალურ ქართულ ფანკლუბში რეგისტრაცია გრძელდება. რეგისტრაციის ბოლო დღე არის 6 მარტი.
წელს 2 სიახლე გვაქვს:
- ფიზიკური ბარათების გარდა ჩვენი ფანკლუბის წევრებს ექნებათ ვირტუალური ბარათებიც;
- ვინაიდან "ბარსელონას" ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციის გადაწყვეტილებით წელს ბარათები იქნება უფასო, საწევრო გადასახადს არც ჩვენ ვაწესებთ და წელს ოფიციალური ფანკლუბის წევრობა იქნება უფასო. წევრებს საშუალება ექნებათ, ფანკლუბს თანხა მათი სურვილის შემთხვევაში შესწირონ.
ბარსელონას ოფიციალურ ფანკლუბში გაწევრიანება
გთავაზობთ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ და გაწევრიანდეთ ჩვენს ფანკლუბში.
1) შედიხართ საიტზე seu.confederaciopenyes.cat/register და მარჯვენა ზედა კუთხეში ირჩევთ ენას - EN.
2) ავსებთ სავალდებულო ველებს. სავალდებულო ველები არის წითელი ვარსკვლავით მონიშნული. ველები, რომლებიც არაა წითელი ვარსკვლავით მონიშნული, შეგიძლიათ, არ შეავსოთ.
გაითვალისწინეთ: Country-ში საქართველოს არჩევის შემდეგ Autonomous Community უნდა გაქრეს. თუ არ გაქრება, შეგიძლიათ, ჩაწეროთ თბილისი. ZIP Code არის თქვენი საფოსტო ინდექსი. თუ არ იცით, შეგიძლიათ მოიძიოთ საქართველოს ფოსტის საიტზე. ტელეფონის ნომრის შევსება სავალდებულო არაა, თუმცა სასურველია იმისათვის, რომ ფანკლუბთან დაკავშირებით სიახლეები მიიღოთ, მაგალითად ინფორმაცია ბარათების ჩამოსვლის შესახებ.
გვერდის ბოლოს უნდა შეარჩიოთ თქვენი username და პაროლი. პაროლის მოთხოვნები: მინიმუმ 7 სიმბოლო, მინიმუმ 1 ციფრი, მინიმუმ 1 დიდი ასო, მინიმუმ 1 პატარა ასო, მინიმუმ ერთი სპეციალური სიმბოლო (მაგალითად % ან & ან * და ა.შ.).
ბოლოს უნდა მონიშნოთ I accept the legal conditions for the processing of my data contained in the Legal Notice და დააჭიროთ REGISTER. გაითვალისწინეთ: თუ რეგისტრაციაზე დაჭერის შემდეგ ყველა ველი წაიშალა, დარჩა მხოლოდ ფონი და ელ. ფოსტაზე არაფერი მოგივიდათ, ეს ნიშნავს, რომ საიტს ტექნიკური შეფერხება აქვს და თავიდან უნდა სცადოთ.
3) რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელ. ფოსტის მითითებულ მისამართზე მოგივათ დასტურის მეილი. სადაც წერია please click HERE უნდა დააჭიროთ და დაადასტუროთ თქვენი ელ. ფოსტა. იმავე მეილში იხილავთ თქვენს username-ს. არ წაშალოთ ეს წერილი, სამომავლოდ, შესაძლოა, პაროლის აღდგენაში დაგეხმაროთ.
4) ელექტრონული ფოსტის დადასტურების შემდეგ გადახვალთ გვერდზე, სადაც უნდა დააჭიროთ Start session.
5) შემდეგ გვერდზე უნდა შეიყვანოთ თქვენ მიერ შერჩეული Username და პაროლი და დააჭიროთ ღილაკს Access.
6) ამის შემდეგ იწყება თქვენი ანგარიშის ჩვენ ფანკლუბთან დაკავშირება. ამისთვის საჭიროა, დააჭიროთ ONLINE PROCEDURES, შემდეგ MY SUPPORTER'S CLUBS.
7) შემდეგი ნაბიჯი არის Link to a supporter's club.
8) შემდეგ უნდა მოძებნოთ ჩვენი ფანკლუბი. ამისთვის საჭიროა რომელიმე ველში ჩაწეროთ ჩვენი ფანკლუბის მონაცემები. Name: penya blaugrana tbilisi; credential: 2255, Country: Georgia ან Town/city: Tbilisi. საკმარისია, ამ ოთხიდან რომელიმე შეავსოთ და დააჭიროთ Search. რის შემდეგაც გიჩვენებთ ჩვენ ფანკლუბს და მის გასწვრივ უნდა დააჭიროთ Link.
9) შემდეგ გამოგიჩნდებათ დასტურის ფანჯარა და უნდა დააჭიროთ Send requets.
10) ამის შემდეგ გამოჩნდება წარწერა Application Pending, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ და ახლა უბრალოდ უნდა დაელოდოთ დადასტურებას, რომელსაც ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.
ვინაიდან მობილურ ვერსიას ენის შეცვლა არ აქვს, ესპანურად დარეგისტრირება მოგიწევთ.
1) შედიხართ საიტზე seu.confederaciopenyes.cat/register და უპირველესად ქვემოთ აჭერთ Aceptar იმისათვის, რომ შეტყობინება გათიშოთ.
2) იწყებთ მონაცემების შევსებას რეგისტრაციისთვის:
Nacionalidad: ეროვნება
Nombre: სახელი
Primer apellido: გვარი
Segundo apellido: ეს ველი ეროვნებაში საქართველოს არჩევის შემდეგ გაქრება
Idioma de contacto: საკომუნიკაციო ენის არჩევა
Sexo: სქესი
Fecha de nacimiento: დაბადების თარიღი
3) Telefono: ამ ველის შევსება სავალდებულო არაა, თუმცა სასურველია იმისათვის, რომ ფანკლუბთან დაკავშირებით სიახლეები მიიღოთ, მაგალითად ინფორმაცია ბარათების ჩამოსვლის შესახებ
Correo electronico: ელექტრონული ფოსტა
Pais: ქვეყანა
Communidad Autonoma: ეს ველი ზედა ველში საქართველოს არჩევის შემდეგ გაქრება. თუ არ გაქრა, ჩაწერეთ მაგალითად თბილისი.
4) Provincia: ეს ველიც ზედა ველში საქართველოს არჩევის შემდეგ გაქრება. თუ არ გაქრა, ჩაწერეთ მაგალითად თბილისი.
Codigo Postal: თქვენი საფოსტო ინდექსი. თუ არ იცით, შეგიძლიათ მოიძიოთ საქართველოს ფოსტის საიტზე.
Ciudad: ქალაქი
Direccion: საცხოვრებელი მისამართი
Pais documento: დოკუმენტის გამცემი სახელმწიფო
Tipo documento: დოკუმენტის ტიპი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი)
5) Fecha caducidad: დოკუმენტის მოქმედების ვადა (თუ უვადოა, მონიშნეთ No caduca)
Numero documento: დოკუმენტის ნომერი
Nombre de usuario: თქვენი username
Contrasena: პაროლი
Repite la contrasena: პაროლის გამეორება
პაროლის მოთხოვნები: მინიმუმ 7 სიმბოლო, მინიმუმ 1 ციფრი, მინიმუმ 1 დიდი ასო, მინიმუმ 1 პატარა ასო, მინიმუმ ერთი სპეციალური სიმბოლო (მაგალითად % ან & ან * და ა.შ.)
ბოლოს მონიშნეთ Acepto las condiciones legales de tratamiento de mis datos, contenidas en el Aviso Legal და დააჭირეთ Registrarse. გაითვალისწინეთ: თუ რეგისტრაციაზე დაჭერის შემდეგ ყველა ველი წაიშალა, დარჩა მხოლოდ ფონი და ელ. ფოსტაზე არაფერი მოგივიდათ, ეს ნიშნავს, რომ საიტს ტექნიკური შეფერხება აქვს და თავიდან უნდა სცადოთ.
6) რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელ. ფოსტის მითითებულ მისამართზე მოგივათ დასტურის მეილი. სადაც წერია please click HERE უნდა დააჭიროთ და დაადასტუროთ თქვენი ელ. ფოსტა. იმავე მეილში იხილავთ თქვენს username-ს. არ წაშალოთ ეს წერილი, სამომავლოდ, შესაძლოა, პაროლის აღდგენაში დაგეხმაროთ.
7) ელექტრონული ფოსტის დადასტურების შემდეგ გადახვალთ გვერდზე, სადაც უნდა დააჭიროთ Iniciar sesion.
8) შემდეგ გვერდზე უნდა შეიყვანოთ თქვენ მიერ შერჩეული Username და პაროლი და დააჭიროთ ღილაკს Acceder.
9) ამის შემდეგ იწყება თქვენი ანგარიშის ჩვენ ფანკლუბთან დაკავშირება. ამისთვის საჭიროა, დააჭიროთ MENU, შემდეგ TRAMITES EN LINEA, შემდეგ MIS PENAS.
10) შემდეგი ნაბიჯი არის Vincularse a una pena.
11) შემდეგ უნდა მოძებნოთ ჩვენი ფანკლუბი. ამისთვის საჭიროა რომელიმე ველში ჩაწეროთ ჩვენი ფანკლუბის მონაცემები. Nombre: penya blaugrana tbilisi; Credencial: 2255, Pais: Georgia ან Localidad: Tbilisi. საკმარისია, ამ ოთხიდან რომელიმე შეავსოთ და დააჭიროთ Buscar.
12) შემდეგ გიჩვენებთ ჩვენ ფანკლუბს და მის მარცხნივ უნდა დააჭიროთ +
13) შემდეგ უნდა დააჭიროთ Vincular
14) ბოლოს კი უნდა დააჭიროთ Enviar solicitud
15) ამის შემდეგ გამოჩნდება წარწერა Solocitud pendiente, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ და ახლა უბრალოდ უნდა დაელოდოთ დადასტურებას, რომელსაც ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.
რეგისტრაციასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენის შემთხვევაში მოგვწერეთ: [email protected]
14 წლამდე პირების რეგისტრაცია
14 წლამდე პირის ფანკლუბში დასარეგისტრირებლად საჭიროა, რომ ჯერ სრულწლოვანმა პირმა გაიაროს რეგისტრაცია და შემდეგ მან დაარეგისტრიროს არასრულწლოვანი. ამისთვის არსებობს სპეციალური გვერდი: Online Procedures > Management of Minors > Register Minor.
ბარათის მიღება
ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციის ინფორმაციით საწევრო ბარათების ბეჭდვას დასჭირდება მინიმუმ 5 კვირა, რის შემდეგაც მათი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაგზავნა დაიწყება.
წელს პირველად გვექნება ელექტრონული ბარათებიც. ეს ბარათები მარტიდან გვექნება. დღეს არსებული ინფორმაციით, სხვა ბენეფიტებთან ერთად ამ ბარათის მფლობელები 300-მდე ბრენდის პროდუქტზე ფასდაკლებებით ისარგებლებენ. სრულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგვაწვდიან.
ფანკლუბის წევრობის საფასური
იმის გამო, რომ ფანკლუბების მსოფლიო კონფედერაციის გადაწყვეტილებით საწევრო ბარათები წელს უფასოა, ფანკლუბის წევრობაც უფასოა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მომავალში, შესაძლოა, ფანკლუბის წევრობა ისევ ფასიანი გახდეს და მისი საფასური წელიწადში დაახლოებით 40 ლარი იყოს. წელს უფასოდ დარეგისტრირება მომავალში თანხის გადახდის ვალდებულებას არ წარმოგიქმნით. ყოველ წელს თავიდან წყვეტთ, გსურთ ფანკლუბის წევრობის გაგრძელება, თუ არა.
თუ წელს ფანკლუბის ფინანსურად დახმარება მაინც გსურთ, შეგიძლიათ ეს ნებისმიერი ოდენობის შემოწირულების სახით გააკეთოთ:
- ბანკი: თიბისი ბანკი
- მიმღები: პენია ბლაუგრანა თბილისი
- GE85TB7388336080100004
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ფანკლუბი საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულია, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი შემოწირულება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ ფანკლუბს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]