დღეს ფან კლუბ ლიგის ფინალია - ბლაუგრანა ლივერპულის წინააღმდეგ

დღეს "ბლაუგრანას" მორიგი ფინალი აქვს. "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბის საფეხბურთო გუნდი ფან კლუბების ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში მიიღებს მონაწილებას.
ფან კლუბ ლიგა მე-3 სეზონია ტარდება. "ბლაუგრანა" ამ ტურნირზე მეორედ მონაწილეობს და ორივე შემთხვევაში ფინალში გასვლა მოახერხა. წინა გათამაშებაში ჩვენი გუნდი "იუვენტუსის" ფანკლუბის ძალიან ძლიერ გუნდთან დამარცხდა, დღეს კი ჩვენი მეტოქე "ლივერპულის" ფანკლუბის ასევე ძალიან ძლიერი გუნდი იქნება.
თამაში 19:00 საათზე კუს ტბის საფეხბურთოს სტადიონზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ფანკლუბის გუნდი "ბლაუგრანა" საფეხბურთო ინტელექტუალური ვიქტორინა "მე-12 მოთამაშეს" აბსოლუტური ჩემპიონიცაა. "ბარსას" ქომაგებმა ფეხბურთის ცოდნაში ყველას აჯობეს და მოიგეს როგორც ჩემპიონატი, ასევე თასი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]