ინფორმაცია ოფიციალური ფანკლუბის ბარათებთან დაკავშირებით

ინფორმაცია ოფიციალური ფანკლუბის ბარათებთან დაკავშირებით

"ბარსელონას" ქართული ოფიციალური ფანკლუბის წევრებს გაცნობებთ, რომ 2021 წლის ბარათები თბილისშია და შეგვიძლია მათი გაცემა დავიწყოთ.

სანამ ბარათების გაცემის პროცედურას შევეხებით, მნიშვნელოვან სიახლეს გაგაცნობთ.

e-Office

"ბარსელონამ" შექმნა ახალი პორტალი e-Office, რომელზე წვდომაც ოფიციალური ფანკლუბის ყველა წევრს ექნება. 2021 წლის ბარათებთან ერთად ჩამოსულია თქვენი უნიკალური კოდი, რომლის საშუალებითაც ელექტრონულ ოფისში დარეგისტრირებას მოახერხებთ. ამჟამად საკუთარი მონაცემების შეცვლა და არასრულწლოვანი პირების დარეგისტრირება შეგიძლიათ. უახლოეს მომავალში კი პორტალს არაერთი ფუნქცია დაემატება, მათ შორის "ბარსელონას" თამაშებზე დასასწრები ბილეთების ფასდაკლებით პირდაპირ, ფანკლუბის ადმინისტრაციის ჩარევის გარეშე შეძენაცაა.

როგორ დავრეგისტრირდეთ e-Office-ზე? (უმჯობესია, რეგისტრაცია გაიაროთ კომპიუტერით).

  1. შედით პორტალის სარეგისტრაციო გვერდზე seu.confederaciopenyes.cat/register;
  2. მარჯვენა ზედა კუთხეში აირჩიეთ ინგლისური ენა;
  3. მოძებნეთ წარწერა Do you have a link code for a supporters’ club? და დააჭირეთ;
  4. საწევრო ბარათთან ერთად კონვერტით გადმოგეცემათ თქვენი უნიკალური კოდი. საიტზე ველში Link Code ჩაწერეთ კონვერტში არსებული Unique registration code, ხოლო Supporter's Club Code-ში ჩაწერეთ 662061. დააჭირეთ ფუნქციას Access;
  5. თუ კოდები სწორად შეიყვანეთ, დაინახავთ მწვანე წარწერას Authentication successful!;
  6. ამის შემდეგ დააჭირეთ ფუნქციას Load Data და სარეგისტრაციო ფორმაში თქვენი მონაცემების ნაწილი ჩაიტვირთება. შეავსეთ სავალდებულო (წითელი ვარსკვლავით მონიშნული) მონაცემების ის ნაწილი, რომლებიც შევსებული არაა, გვერდის ბოლოში აირჩიეთ მომხმარებლის სახელი (username) და პაროლი და დააჭირეთ, მონიშნეთ წესების წაკითხვის ფუნქცია (I accept the legal conditions for the processing of my data contained in the Legal Notice.) და დააჭირეთ ფუნქციას Register.
  7. თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, რეგისტრაცია წარმატებით დასრულდება და ამის დამადასტურებელ წერილს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.

როგორ მივიღოთ ბარათი?

ბარათებისა და თქვენი უნიკალური კოდის გაცემა იწყება 8 აპრილს. მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა N 16/2 (რუსთაველზე, მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორიაზე). იხილეთ რუკაზე.

ბარათის ასაღებად მოსვლამდე დაგვიკავშირდით და თქვენს ბარათს გაგიმზადებთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.