"ბარსელონას" ოფიციალურ ფანკლუბში გაწევრიანება დაიწყო

  • 14-06-2020, 16:52
  • "ბარსელონას" ოფიციალურ ფანკლუბში გაწევრიანება დაიწყო

    სეზონის წარმატებით განახლების შემდეგ, "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი კარგი ამბავი გვაქვს - კატალონიური კლუბის ოფიციალურ ქართულ ფანკლუბში 2021 წლის წევრების მიღება დაიწყო.

    ფანკლუბში გასაწევრიანებლად საჭიროა შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა, ხოლო რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა გადაიხადოთ წლიური საწევრო თანხის ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე ჩარიცხვით.

    მათთვის, ვინც ჩვენი ფანკლუბის წევრი იყო 2019 წელს, ფორმის შევსება საჭირო არაა, საწევროს გადახდა საკმარისია.

    მათთვის, ვინც ჩვენი ფანკლუბის წევრი იყო 2020 წელს, არც ფორმის შევსებაა საჭირო და არც თანხის გადახდა (დეტალური ინფორმაცია).

    წლიური საწევროს ოდენობა

    • სრულწლოვანი პირებისთვის: 40 ლარი;
    • 13-დან 18 წლამდე პირებისთვის: 19 ლარი;
    • 13 წლამდე პირებისთვის: 10 ლარი.

    საწევროს გადახდა

    • ბანკი: ს.ს. თიბისი ბანკი
    • ანგარიშის ნომერი: GE85TB7388336080100004
    • მიმღები: პენია ბლაუგრანა თბილისი
    • დანიშნულებაში ჩაწერეთ წევრის პირადი ნომერი

    გაითვალისწინეთ: რეგისტრაცია და საწევროს გადახდა გრძელდება 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე. წევრობის ბარათები ბარსელონადან ჩამოვა 2021 წლის პირველ კვარტალში.

    ინფორმაცია ფანკლუბისა და წევრობის სარგებლის შესახებ (კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, შესაძლოა, პრივილეგიების ნაწილის გამოყენება შეზღუდული იყოს).

    კითხვების გაჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშრიდით.

    დარეგისტრირება

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: Penya Blaugrana Tbilisi
    კომენტარები [ 1 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Ronaldo De Asis Moreira 10( Gaucho ) წევრი [?]

    14 ივნისი 2020 17:51

    ციტატა: Ronaldinho.
    არ ვიცოდი პირველად მესმის)ანუ რა მოიცავს დაახლოებით უფრო კარგად რო მითხრათ რა

    პირად შეტყობინებაში ნომ დამიტივე და დაგირეკავ.ყველაფერს გეტყვი რა როგორ არის 95% ინფოს :)

    0
    პარტნიორები
    Flashscore.ge