ინიაკი პენია

დაბადების ადგილი ალიკანტე, ესპანეთი
დაბადების თარიღი 02.03.1999
წონა 78 კგ
სიმაღლე 184 სმ
დებიუტი 01.11.2022
თამაში* 3
მშრალი თამაში* 1
გაშვებული გოლი* 5

*ბოლო განახლება: 20.01.23

ინიაკი პენია საფეხბურთო კლუბ "ალიკანტეს" 5 წლის ასაკში შეუერთდა. 2009 წელს ახალგაზრდა ფეხბურთელით "ვილიარეალი" დაინტერესდა, სადაც მან გაიბრწყინა, განსაკუთრებით 2011 წელს, როდესაც არონას ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. "ბარსამ" ინიაკის თვალი დაადგა და ერთი წლის შემდეგ "ლა მასიაში" გადაიყვანა.

პირველ სეზონში პენია "ბარსელონას" 14-წლამდელთა გუნდში თამაშობდა. მან ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო და გუნდის წარმატებაში ერთ-ერთი უმთავრესი როლიც ითამაშა. 2018/19 წლების სეზონში ინიაკი "ბარსა ბ-ში" დაწინაურდა. 2020/21 წლების სეზონში ის როგორც "ბარსა ბ-ში", ასევე პირველ გუნდში ვარჯიშობდა. იმავე სეზონში მან პირველ გუნდთან ერთად ესპანეთის თასი მოიგო.

2021/22 წლების სეზონის მეორე ნახევარი პენიამ "გალათასარაიში" იჯარით გაატარა და თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის თასი: 2020/21
  • უეფას ახალგაზრდული ლიგა: 2017/18
  • ესპანეთის სუპერ თასი: 2022/23

სიახლეები ფეხბურთელზე

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" სერხიო ბუსკეტსის, უსმან დემბელეს, ალეხანდრო ბალდესა და ინიაკი პენიას კონტრაქტების გახანგრძლივებაზე მუშაობს...
ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, ინიაკი პენიას "ბარსელონაში" დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმება გარდაუვალი არ არის...
ჟოზეპ კაპდევილას ცნობით, ინიაკი პენია თავის მომავალთან დაკავშირებით "ბარსელონას" საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში შეატყობინებს...
"ბარსელონას" ინიაკი პენიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, მაგრამ ახალგაზრდა მეკარე სათამაშო დროის ნაკლებობის გამო ყოყმანობს...
"ბარსელონა" უახლოეს მომავალში ორი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს...