პედრი

დაბადების ადგილი ტენერიფე, ესპანეთი
დაბადების თარიღი 25.11.2002
წონა 60 კგ
სიმაღლე 174 სმ
დებიუტი 27.09.2020
თამაში* 104
გოლი* 16
ასისტი* 7

*ბოლო განახლება: 17.02.23

2019 წლის 2 სექტემბერს "ბარსელონამ" და "ლას პალმასმა" ამომავალი ესპანელი ვარსკვლავის, პედრის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ახალგაზრდა ნახევარმცველი "ბლაუგრანას" 2020 წლის აგვისტოში შეუერთდა.

პედრი 2002 წლის 25 ნოემბერს, ტენერიფეში დაიბადა და ფეხბურთის თამაშიც ამ ქალაქში დაიწყო. მოგვიანებით ის "ლაგუნას" ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა, 2018 წელს კი "ლას პალმასში" გადავიდა. 2019/20 წლების სეზონში პედრი "ლას პალმასის" სასტარტო შემადგენლობის წევრი იყო. მან ყველაზე მეტი, 34 თამაში ჩაატარა და 4 გოლიც გაიტანა.

"ბარსელონაში" პედრის დებიუტი 2020 წლის 27 სექტემბერს, "ვილიარეალთან" მოგებულ შეხვედრაში (4-0) შედგა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის თასი: 2020/21
  • ესპანეთის სუპერ თასი: 2022/23

ინდივიდუალური

  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (Golden Boy): 2021
  • წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (France Football): 2021

სიახლეები ფეხბურთელზე

პედრი გონსალესს "რეალ მადრიდთან" ხვალ გასამართ დაპირისპირებაში გუნდის დახმარება ძალიან სურდა, მაგრამ პარასკევს გამართულ სესიაზე დისკომფორტი...
19 მარტს, ლა ლიგაში გასამართ "ელ კლასიკოში", "ბარსელონას" ფორმაზე, Spotify-ს სახელის ნაცვლად, კატალონიელი მომღერლის, როსალიას ალბომის...