ერნესტო ვალვერდე უმტიტიზე, დე იონგზე, გრიზმანის ფორმასა და გადადებულ "ელ კლასიკოზე"

  • 19-10-2019, 22:07
  • ერნესტო ვალვერდე უმტიტიზე, დე იონგზე, გრიზმანის ფორმასა და გადადებულ "ელ კლასიკოზე"

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ეიბართან" მატჩის (3-0 მოგება) შემდეგ ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. 

    "ეიბარის" დამარცხება: "კაპაროსმა "კამპ ნოუზე" სტუმრობა დენტისტთან ვიზიტს შეადარა. მე ვფიქრობ, რომ "ეიბართან" სტუმრად თამაში ნამდვილი ტესტია. აქ მოგების მოპოვებისთვის აუცილებლად ძალიან კარგ ფორმაში უნდა იყო. მათი თამაშის სტილს კარგად ვიცნობთ - მათ პრესინგი უყვართ, ამისთვის მზად უნდა იყო, თორემ, გაგიჭირდება. ბოლო წლებში ეს ჩვენზე გავლენას ახდენდა, დღეს კი მეტოქეს უკეთესად გავუმკლავდით". 

    უმტიტის დაბრუნება: "ტოდიბომ წინა თამაში კარგად ჩაატარა, ამიტომ, გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ სად ვთამაშობდით, დაცვაში მეტი გამოცდილება გვჭირდებოდა. უმტიტის პრაქტიკა აკლდა და დღეს გამორჩეული მატჩი იყო". 

    დე იონგი: "ფრენკიმ სეზონი კარგად დაიწყო. ის ძალიან გვეხმარება. დე იონგი არ ჩერდება, მუდმივად უმატებს და რა თქმა უნდა, ამას გულშემატკივრებიც ამჩნევენ". 

    გრიზმანი: "დრო გვჭირდება. ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორებიც ანტუანი, მესი და სუარესი არიან, ერთმანეთს აუცილებლად გაუგებენ. დღეს მათ კარგად ითამაშეს და შედეგსაც მიაღწიეს". 

    კლასიკო: "მჯერა, რომ თამაში სეზონის დასრულებამდე აუცილებლად გაიმართება... არ ვიცი, ალბათ მოდაშია ის, რომ პოლიტიკური საკითხების გამო შეთანხმებები ვერ შედგეს, მაგრამ, იმედი მაქვს, ჩვენ სწორ დროს შევარჩევთ". 

    კომენტარები [ 75 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    barca`barca Culé [?]

    19 ოქტომბერი 2019 23:54

    ვაა რეალმა წააგო პირველი ტაიმი 1:0 ია...საინტერესოა..თუ ესე დასრულდა პირველზე ავდივართ ცხრილში..ჩვენ 19 რეალს კიდე 18 ექნება..

    4
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    საიტზეა
    BEQA BARCA გულშემატკივარი [?]

    19 ოქტომბერი 2019 23:27

    უმტიტი მაინც დონეაა. ბრავო.

    3
    გასულია
    Alien messi გულშემატკივარი [?]

    19 ოქტომბერი 2019 23:16

    პერესი სანამ ახალწლები არ გავა არ გაუშვებს კურტოს ბავშვებს 2 მეტრიან 🎄 შეპირდა და მაგ პონტში😂😂😂

    0
    გასულია
    Don_Andresito [?]

    19 ოქტომბერი 2019 23:09

    ციტატა: Nou kamp
    პ.ს. დრო ხომ არ მოვიდა ლივერპულმა გაასხას კვატივით?

    მანჩესტერზე დიდი მოტივაციით ვინ ეთამაშება მარა ამ ემატზე იმხელა სხვაობაა მაგათ შორის არ ვიცი. თორე ქულების დაკარგვის დრო ნამდვილადაა, ლესტერთანაც იყო ეგ დრო მარა სწყალობთ ღმერთი ჯერ ჯერობით

    1
    გასულია
    tigresa Culé [?]

    19 ოქტომბერი 2019 23:08

    ეეე გვეთამაშა ეხლა რეალთან რაა, რა გადატანები მოუნდააათ:((

    1
    გასულია
    MALUMA გულშემატკივარი [?]

    19 ოქტომბერი 2019 23:08

    გოლასოოოოოოო რეალს გაურჭეს ლაგო ჯუნიოოოოოორ 🤫

    1
    --------------------
    FCB 86-85 RMA +1
    FCB 96-95 RMA +1
    FCB 12-11 RMA +1
    გასულია
    OLD
    OLD გულშემატკივარი [?]

    19 ოქტომბერი 2019 23:08

    ოპაა კურტოისს დაუბაბანეს🤣

    1
    გასულია
    Alien messi გულშემატკივარი [?]

    19 ოქტომბერი 2019 23:07

    შავი რობენი😂😂😂😂😂😂😂😂😂

    2
    გასულია
    Nou kamp გულშემატკივარი [?]

    19 ოქტომბერი 2019 23:01

    გილოცავთ ყველა კულეს დღევანდელ კლასის ხარჯზე ლამაზ სტილში მოგებას.უმტომ გამაოცა საღოლ ამდენი დრო გაუცდა და უმაღლესი დონე დადო.
    გუნდი ფორმაში შედის.

    პ.ს. დრო ხომ არ მოვიდა ლივერპულმა გაასხას კვატივით?

    1
    გასულია
    SALIO გულშემატკივარი [?]

    19 ოქტომბერი 2019 22:56

    ბარსელონა ყველაზე დაბალანსებული გუნდია. ყველა პოციზიაზე უძლიერესი ფეხბურთელები თუ არა ფეხბურთელი არის ამას მინუს სერხი რობერტო.
    აშკარად დიდი პროგრესია შემადგენლობის მხრივ. ადრე სათადარიგო სკამზე ისეთი ფეხბურთელები ისხდნენ, მათი გვარების ხსენება, რომ არაფერს გახსენებდა. უსაშინლესი სატრანსფერო პოლიტიკა ჰქონდათ და ნეიმარის წასვლამ ძალიან გამოაფხიზლა ტოპ მენეჯმენტი.
    ერთადერთი პრობლემა რასაც არ ეშველა მწვრთნელია, რომელიც უღიმღამოა ყველა კუთხით pensive
    ეგ და მისი გაუბედავი ფეხბურთი confused

    2
    --------------------
    'Playing football is very simple, but playing simple football is the hardest thing there is.'
    ∞ Johan Cruyff ∞
    გასულია
    Bola Culé [?]

    19 ოქტომბერი 2019 22:46

    უმტიტის გაფუჭება იქნება ძაან დასანანი... სად იყო ტიპი რა გაუვალი იყო და რა დაემართა.. იმედია დაუბრუნდება ძველ ფორმას

    5
    გასულია
    10გიო10 გულშემატკივარი [?]

    19 ოქტომბერი 2019 22:43

    ციტატა: BEQA BARCA
    გამარჯობათ. ახალი ვარ.
    ვისკა ბარსა ვისკა კატალონია.

    კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ საიტზე stuck_out_tongue_winking_eye

    3
    საიტზეა
    BEQA BARCA გულშემატკივარი [?]

    19 ოქტომბერი 2019 22:35

    გამარჯობათ. ახალი ვარ.
    ვისკა ბარსა ვისკა კატალონია.

    6
    გასულია
    Barca17 წევრი [?]

    19 ოქტომბერი 2019 22:34

    მესი შევიდეს მთავარია ფორმაში

    2
    გასულია
    MALUMA გულშემატკივარი [?]

    19 ოქტომბერი 2019 22:22

    მონსტრი იგებს და მოიგებს მაგრამ ედერსონმა ისეთი ბურთები აიღო რომ ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ უნდა დასახელდეს!
    P.S. რეალმა თუ წააგო მშვენიერი დღე გამოვა!

    2
    --------------------
    FCB 86-85 RMA +1
    FCB 96-95 RMA +1
    FCB 12-11 RMA +1

    პარტნიორები

    Flashscore.ge