"ბარსელონამ" ნეიმარის სამედიცინო შემოწმება უკვე დაგეგმა

  • 13-08-2019, 21:02
  • "ბარსელონამ" ნეიმარის სამედიცინო შემოწმება უკვე დაგეგმა

    "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის მიმდინარე ოფიციალური მოლაპარაკებების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. შეთანხმება მიღწეული ჯერ არაა, მაგრამ კატალონიურ კლუბში ფიქრობენ, რომ მათ, ნეიმარისთვის ბრძოლაში, "რეალი" უკან მოიტოვეს.

    Paris United-ის ცნობით, "ბარსელონამ" ნეიმარის სამედიცინო შემოწმება უკვე დაგეგმა,  რაც "ბლაუგრანას" ოპტიმიზმზე მიუთითებს. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ბრაზილიელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას პარასკევს, 16 აგვისტოს გაივლის.

    იმავე დღეს, "ბარსელონა", ლა ლიგის გახსნით მატჩში, "ბილბაოს" დაუპირისპირდება. ტრანსფერის დროულად განხორციელების შემთხვევაშიც კი, ნეიმარი ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ის დიდი ხნის უვარჯიშებელია.

    კომენტარები [ 64 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 13 აგვისტო 2019 21:14

    რა კოუს+რაკიტიჩი+100 მლნ??? ამათ ხომ არ აჟრიალებთ? :( ტრამვირებულ, გალუზერებულ 27 წლის ფეხბურთელში არ იხდიან ამდენს :( კოუტინიო დაწიონ ნახევარდაცვაში! ამდენი ვარსკვლავი სულაც არაა კარგი ერთად. გაასხას ნაიმარმა რეალში და იქ გავჟიმოთ ეგ ფულის ღორი!

    0
    გასულია

    3 - 13 აგვისტო 2019 21:13

    ამასთან არაფერ შუაშია მაგრამ ატლეტიკო რადღეშია რამდენი ტრანსფერი გააკეთეს ძალიან ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა 👍👍👌 ვალიკოსგან განსხვავებით გამოიყენებს სიმეონე😏

    0
    გასულია

    2 - 13 აგვისტო 2019 21:11

    ამის გადმოსვლა გადაწყვეტილია... საოცარი შეტევა გყავდათ და ახლა გასაოცარი გეყოლებათ ესაა და ეს განსხვავება...

    დღესდღეობით რა შემადგენლობაცაა ლალიგის ფავორიტი ისედაცაა + ნეიმარი უდიდესი პოტენციალია შეტევაში, მაგრამ აქ არსებობს მაგრამ...

    ჩემი აზრით შეტევა და გოლების გატანა არც არასდროს ყოფილა ბარსას პრობლემა... დაცვა და ნახდაცვა უფრო მისახედი ჩანს ასე და ცოტა უცნაურია ამდენი ფული შეტევაზე დახარჯვა.

    სტაბილურობა ისედაც გახასიათებთ და წესით ლა ლიგა ასეთი რესურსით არ უნდა გაგიჭირდეთ,მაგრამ უჩლ სხვა რამეა... აშკარაა რომ მოტივატორი მწვრთნელი აკეთებს ნახევარ საქმეს მაგ ჩემპიონატზე ... კლოპის და ზიდანის მაგალითზე ... ვნახოთ რაცარუნდა იყოს მარტივია სიტუაცია...

    ყველაზე ძლიერები ხართ შემადგენლობით,მაგრამ ეს საკმარისი პირობა არაა წარმატებისთვის და მაინც საინტერესო სეზონს ველი.

    4
    გასულია

    1 - 13 აგვისტო 2019 21:08

    დიდი ალბათობაა ნემოს მოსვლის. ერთადერთი გამართლება მის შეცდომას ერთი ვარიანტით მოეძებნება: ის აღიარებს შეცდომას და თანახმაა მცირე ხელფასზეც კი. მინ კონტრაქტის ამოწურვამდე მინ. *რაკი არ უნდა აათამაშოს და ყველაფერი კარგად იქნება. ის მესის შემდეგ ერთადერთი საიმედო ფიგურაა მისი შესაძლებლობების გამო. ვაღიაროთ, რომ მარცხენა ფლანგზე ნეიმარის დონის ფეხბურთელი დღეს არ არსებობს ;)

    18
    --------------------
    ნამდვილი ფეხბურთი აცელილია თანამედროვეობას, მარტივია გამოსაცნობად თუ რა უშლის ხელს ამას... სამწუხაროა...

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი