ვალვერდეს პირველი კომენტარი "ბარსელონადან" გათავისუფლების შემდეგ

  • 13-02-2020, 17:51
  • ვალვერდეს პირველი კომენტარი "ბარსელონადან" გათავისუფლების შემდეგ

    ერნესტო ვალვერდე, "ბარსელონადან" გათავისუფლების შემდეგ, საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა.

    56 წლის სპეციალისტი ბილბაოს საერთაშორისო საფეხბურთო სამიტს დაესწრო და ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა.

    "როდესაც "ბარსელონასთან" კონტრაქტს ხელს აწერ, იცი, რომ პოპულარობის ზენიტში ხარ და იმ დღიდან ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული. ჩვენ ეს კარგად ვიცით.

    არ ვფიქრობ იმაზე, სამართლიანად მომექცნენ, თუ არა. საკითხი დგას ასე - გადაფურცლე ცხოვრების ეს გვერდი, თუ არა. მე წინ ვიყურები და არა უკან.

    კარგად ვარ. ფეხბურთს ხშირად აღარ ვუყურებ. გადავწყვიტე, დისტანცია დავიჭირო.

    ყველა გუნდს უჭირს იმ გუნდის თამაშის ნახვა, რომელიც მან დატოვა. "ბარსელონასა" და "ბილბაოს" შორის ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე გამართული მატჩები ერთმანეთს ჰგავდა - "ბარსას" დომინირება, კარგი "ბილბაო" პირველ ტაიმში, ერთადერთი გოლი ბოლო წუთებზე ჯერ ადურისის, შემდეგ კი ვილიამსის ავტორობით. რა იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს "ბარსა" ჩემსას მივამსგავსე? ამაზე საუბარს მოვრჩეთ. სჯობს, კამათი თავიდან ავიცილოთ.

    მწვრთნელზე თავის კვალს ყველა კლუბი ტოვებს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი დრო გაატარე კლუბში. გამიმართლა, რომ "ბარსელონას" ვწვრთნიდი. ამ გუნდში ყოფნა სასიამოვნო იყო.

    ჩემთვის. ესპანეთს ჩემპიონატი არის იმის საზომი, თუ რა დონეზე ხარ, როგორ იმუშავე მთელი წლის განმავლობაში. სხვა ტურნირები უფრო გლამურულია, მაგრამ ისინი უფრო შთაგონებაზეა დამოკიდებული. მაგალითად ავიღოთ "ლივერპული", რომლისთვისაც პრემიერ ლიგის მოგება უფრო მნიშვნელოვანია.

    "ლივერპულთან" პირველ თამაშში ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ შეგვეძლო 4-0 მოგვეგო. ჩემპიონთა ლიგა ძალიან რთული ტურნირია. ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი... ყველა ეს ტურნირი ერთ მატჩზეა დამოკიდებული.

    ვფიქრობდი, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას შევძლევდი. წელს "რეალი" ძალიან ძლიერი და ლა ლიგაზე ფოკუსირებულია. თუმცა, ამ ჩემპიონატისთვის კონკურენცია ჩვეული რამაა. მადრიდელთა მწვრთნელმა სეზონის დაწყებამდე თქვა, რომ მისი პრიორიტეტი ლა ლიგის მოგებაა.

    რომში, თამაშიდან გამოთიშულები ვიყავით და ამაზე ბევრს ვფიქრობდით. ლივერპულში, კარგად დავიწყეთ, მაგრამ სწრაფი გოლი გავუშვით. ასეთი რამ ხდება ხოლმე.

    გადავწყვიტე პაუზა ავიღო, რადგან დიდი ხანია მწვრთნელი ვარ. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. უცნაური რაღაცების კეთება მიყვარს. ჩემს სახელს პრემიერ ლიგას უკავშირებენ, მე კი, შესაძლოა, ავსტრალიაში წავიდე." - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Mundo Deportivo.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 32 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    რაღაცნაირი Culé [?]

    13 თებერვალი 2020 18:59

    ციტატა: B.A.r.c.A
    ციტატა: რაღაცნაირი
    ან აქამდე როგორ დაარჩინეს ზიეჩი აიაქსში. ყოჩაღ ჩელსის. ეგ ის ფეხბურთელია ძვირი რო არ ღირს და დიდ კლუბსაც კი რო ულიდერებს. ზუსტად ჩელსის ფეხბურთელია თან რაღაცნაირად ფლანგიდან რო უნდა შეიწიოს და დაარტყას დდ.

    მარა ეს არ მიყვარს სატრანსფერო ფანჯარამდე 4 თვით ადრე რო დებენ ასეთ ოფიციალურ ინფორმაციებს. რაღა მუღამიაქვს ახლა ზიეჩის აიაქსში თამაშს.

    Dzaan magrad gadzlierda Chelse erti magali donis mcveli da momaval sezonshi erterti wamyvani gundi iqneba inglishi...daaxevden zapxulamde ro dalodeodnen chemi azrit

    ცენტრფორვარდი კარგი იშოვეს, ზიეჩი დაემატება ფლანგზე და ცენტრი ძაან მაგარი ყავს მართლა მცველი უნდათ კარგი და სიმპატიური გუნდია. ლამპარდი არეული იქნება ახლა და რამე ტაქტიკაც უნდა იპოვოს. და ტრანსფერზე კიდე კიბატონო უნდა იყიდონ როცა საჭირო მაგრამ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება ვებ გვერდზებზე რო ზაფხულში შემოგვიერთდება ესა და ეს ფეხბურთელი არ მომწონს ზოგადად, მოტივაციასაც კარგავს ჩემი აზრით ეს ფეხბურთელი დარჩენილ დროში თამაშისას და გუნდის დამოკიდებულევაც იცვლება.

    0
    საიტზეა
    kingarturo გულშემატკივარი [?]

    13 თებერვალი 2020 18:58

    ციტატა: OLEGUER23
    მალე მოგვენატრება ლა ლიგა და მერე იოცნებებთ ისევ ვალიკოზე

    ჩემთავად მაგაზე მეოცნების დდშვ დდდ

    6
    გასულია
    B.A.r.c.A ფანი [?]

    13 თებერვალი 2020 18:56

    ციტატა: რაღაცნაირი
    ან აქამდე როგორ დაარჩინეს ზიეჩი აიაქსში. ყოჩაღ ჩელსის. ეგ ის ფეხბურთელია ძვირი რო არ ღირს და დიდ კლუბსაც კი რო ულიდერებს. ზუსტად ჩელსის ფეხბურთელია თან რაღაცნაირად ფლანგიდან რო უნდა შეიწიოს და დაარტყას დდ.

    მარა ეს არ მიყვარს სატრანსფერო ფანჯარამდე 4 თვით ადრე რო დებენ ასეთ ოფიციალურ ინფორმაციებს. რაღა მუღამიაქვს ახლა ზიეჩის აიაქსში თამაშს.

    Dzaan magrad gadzlierda Chelse erti magali donis mcveli da momaval sezonshi erterti wamyvani gundi iqneba inglishi...daaxevden zapxulamde ro dalodeodnen chemi azrit

    0
    გასულია
    OLEGUER23 ახალბედა [?]

    13 თებერვალი 2020 18:45

    მალე მოგვენატრება ლა ლიგა და მერე იოცნებებთ ისევ ვალიკოზე

    4
    გასულია
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤ Culé [?]

    13 თებერვალი 2020 18:43

    წადი შენი მჭევრმეტყველი დედაც მივაცენზურე შე მზეო, შენი მომთრევი და დამტოვებელიც ზედ მივაყოლე.

    3
    --------------------
    დემბუზ 😭😭😭💖💖💖
    🐐-მ "მეფე" დაიმონა!
    გასულია
    რაღაცნაირი Culé [?]

    13 თებერვალი 2020 18:37

    ან აქამდე როგორ დაარჩინეს ზიეჩი აიაქსში. ყოჩაღ ჩელსის. ეგ ის ფეხბურთელია ძვირი რო არ ღირს და დიდ კლუბსაც კი რო ულიდერებს. ზუსტად ჩელსის ფეხბურთელია თან რაღაცნაირად ფლანგიდან რო უნდა შეიწიოს და დაარტყას დდ.

    მარა ეს არ მიყვარს სატრანსფერო ფანჯარამდე 4 თვით ადრე რო დებენ ასეთ ოფიციალურ ინფორმაციებს. რაღა მუღამიაქვს ახლა ზიეჩის აიაქსში თამაშს.

    5
    გასულია
    MTG8 წევრი [?]

    13 თებერვალი 2020 18:16

    ბარსას მწვრთნელის რანგში, სულ ერთი და იგივე ტექსტით მოძრაობდა :დ ახლა გაეხსნა ამ შობელძაღლს? 😂 რო არ ვიცოდეთ, რასაც წარმოადგენს კაი ტიპი გვეგონებოდა 😂
    პ.ს ბრავო ჩელსის ზიეჩი ოფიციალურად გაიფორმეს 👏🏼 ზაფხულში გადავა

    6
    --------------------
    2007-∞ 🔵🔴
    გასულია
    Ronaldinho. წევრი [?]

    13 თებერვალი 2020 18:11

    ესე კაცს გუნდიდა წასვლა მოხდენოდა არ ვიცი:))))
    მოდელობას ხოარ აპირებს,ვერ ვიცანი ეს ჩემისა😂

    11
    გასულია
    ferreira10 გულშემატკივარი [?]

    13 თებერვალი 2020 18:03

    ციტატა: Mes cue un club 1899
    რა გინდა რომ თქვა ვერ მივხვდი

    არაუშავს

    2
    გასულია
    Mes cue un club 1899 წევრი [?]

    13 თებერვალი 2020 17:58

    ციტატა: ferreira10
    10. ჰარი მაგუაირი – 190 000 ფუნტი კვირაში
    9. მარსელო – 200 000 ფუნტი კვირაში
    8. სერხიო რამოსი – 200 000 ფუნტი კვირაში

    7. ვირგილ ვან დეიკი – 200 000 ფუნტი კვირაში
    6. სამუელ უმტიტი – 210 000 ფუნტი კვირაში
    5. მარკინიოსი – 216 000 ფუნტი კვირაში

    4. ჟერარ პიკე – 220 000 ფუნტი კვირაში
    3. ლუკას ერნანდესი – 250 000 ფუნტი კვირაში
    2. ტიაგო სილვა – 300 000 ფუნტი კვირაში

    1. მატეის დე ლიხტი – 416 000 ფუნტი კვირაში

    რა გინდა რომ თქვა ვერ მივხვდი

    წვერში ნახეთ რა სიმპოა ვალოდია

    1
    გასულია
    BarcelonaForever21 გულშემატკივარი [?]

    13 თებერვალი 2020 17:56

    მოუხდა წვერი ამ ბილბაო კაცს

    4
    გასულია
    ferreira10 გულშემატკივარი [?]

    13 თებერვალი 2020 17:54

    10. ჰარი მაგუაირი – 190 000 ფუნტი კვირაში
    9. მარსელო – 200 000 ფუნტი კვირაში
    8. სერხიო რამოსი – 200 000 ფუნტი კვირაში

    7. ვირგილ ვან დეიკი – 200 000 ფუნტი კვირაში
    6. სამუელ უმტიტი – 210 000 ფუნტი კვირაში
    5. მარკინიოსი – 216 000 ფუნტი კვირაში

    4. ჟერარ პიკე – 220 000 ფუნტი კვირაში
    3. ლუკას ერნანდესი – 250 000 ფუნტი კვირაში
    2. ტიაგო სილვა – 300 000 ფუნტი კვირაში

    1. მატეის დე ლიხტი – 416 000 ფუნტი კვირაში

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge