კიკე სეტიენი: "გუშინ სოფელში ძროხებთან ერთად დავდიოდი, დღეს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ვავარჯიშე"

  • 14-01-2020, 17:59
  • კიკე სეტიენი: "გუშინ სოფელში ძროხებთან ერთად დავდიოდი, დღეს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ვავარჯიშე"

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, პრეზენტაციაზე, პირველი კომენტარი გააკეთა კატალონიელთა დამრიგებლის რანგში.

    კიკე სეტიენის პრესკონფერენცია:

    "პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბს, რომ მომცა შესაძლებლობა აქ ვყოფილიყავი.

    ჩემი აქ მოსვლა იყო ყველაზე გიჟური ოცნება ჩემს ცხოვრებაში. მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ მსგავს სიტუაციებში, ახლა ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ. მადლიერი ვარ აქ ყოფნით.

    გუშინ სოფელში ვიყავი და ძროხებთან ერთად დავდიოდი, დღეს კი "სიუტატ ესპორტივაზე" მოვედი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ვავარჯიშე.

    ეჭვგარეშეა, რომ ჩემი მიზანი მოგებაა, ყველაფრის მოგება. ამ კლუბს უნდა, რომ მოიგოს ყველაფერი, ყოველ წელს, ასევე ითამაშოს კარგი ფეხბურთი. საუკეთესო გზა ყველაფრის მოსაგებად არის ხარისხიანი ფეხბურთის თამაში.

    ბევრი მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ შევეცდებით, რომ რაც შეგვეძლება მაქსიმალურად ბევრი ვიმუშაოთ, ეს სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია.

    მრავალი წლის განმავლობაში სიამოვნებას ვიღებდი "ბარსელონას" ფეხბურთის ყურებით. მათ ყოველთვის ვუყურებდი, ყოველ თამაშს.

    შესაძლებლობა მაქვს გავწვრთნა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და მისი თანაგუნდელები, ეს არის ისეთი დიდი რამ, რაც ჯერ კარგად ვერ გავაანალიზე. მადლიერი ვარ.

    მე ყველას ვუსმენ, მაგრამ თუ ჩემს თავში რაიმეზე დარწმუნებული ვარ, მას არ შევცვლი. მოვკვდები და არ ვუღალატებ.

    ამ კლუბს ყავს ექსტრაორდინალური აკადემია. აკადემიის ფეხბურთელები ჩვენთან ერთად ივარჯიშებენ და მონაწილეობას მიიღებენ ჩვენთან ერთად.

    პირველი გუნდის ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ ნიჭიერი ბავშვები აუცილებლად მიიღებენ თავიანთ შანსს, თუ დაიმსახურებენ. პირველი გუნდის ფეხბურთელებს განტვირთვის და მოდუნების საშუალება არ ექნებათ.

    მადლობა ერნესტო ვალვერდეს იმისათვის, რომ ისეთი გუნდი დამიტოვა, რომელიც გათამაშების ცხრილის სათავეში იმყოფება.

    მე ბოლომდე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ შემიძლია ჩემი იდეები და საფეხბურთო ხედვა ფეხბურთელებს. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, ყოველდღე.

    მე აქ მოვედი უზარმაზარი ენერგიით, მე ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშავს "ბარსა".

    როცა ჩვენ ერთ თამაშს მოვიგებთ, უნდა მოვემზადოთ შემდეგის მოსაგებად. ეს არის ჩვენი მიზანი, ამისათვის კი თავი არ უნდა დავზოგოთ.

    ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვართ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით.

    სუარესის სახით ჩვენ საკვანძო ფეხბურთელი გამოგვაკლდა, მაგრამ ახლა იმ ფეხბურთელებზე უნდა ვიფიქროთ, რომლებიც გვყავს.

    თამაშის ფორმაცია? ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფილოსოფია. შესაძლოა, ზოგჯერ 4-3-3-ის შეცვლა მოგვიწიოს. ზოგჯერ შეიძლება 4-4-2-ით ვითამაშოთ, ეს დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე. მთავარია, რომ ფილოსოფია არ შეიცვლება, ჩემი გუნდი კარგ ფეხბურთს ითამაშებს.

    5 წუთიც არ დამჭირვებია, რომ "ბარსელონას" წინადადებას დავთანხმებოდი. გუშინ ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, როცა შემატყობინეს.

    მე არ მაქვს ვრცელი CV, მე არ მაქვს ტიტულები, მაგრამ მე ვაჩვენე, თუ რა არის ჩემი ფილოსოფია, როგორ თამაშობენ ჩემი გუნდები. მადლობელი ვარ, რომ "ბარსელონას" გაწვრთნის შესაძლებლობა მომეცა."

    კომენტარები [ 42 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    14 იანვარი 2020 18:54

    ციტატა: barca`barca
    იმედია კოუ დაბრუნდება და თავის ადგილს მიუჩენს, ეგ თუ ათამაშდა მტრისას მერე ;დ + გრიზიც თუ ათამაშდა მართლა დაერხა ყველას

    კოუ - დე იონგი - არტურის (ეს ტრიო ყველაზე ახლოსაა ხავი ინესტა ბუსკეცთან, თუ რომელიმე სხვა სამეული შეიძლება შეადარო მათ)

    10
    გასულია
    barca`barca Culé [?]

    14 იანვარი 2020 18:47

    იმედია კოუ დაბრუნდება და თავის ადგილს მიუჩენს, ეგ თუ ათამაშდა მტრისას მერე ;დ + გრიზიც თუ ათამაშდა მართლა დაერხა ყველას

    10
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია
    პავლოვიჩი56 წევრი [?]

    14 იანვარი 2020 18:44

    საინტერესოა-კარგია:1.აკადემია და ერთად ვარჯიში. ახალგასზრდები დაწინაურდებიან.2. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ ანუ ფიზ.მომზადება უპირველესად.3. არავის ექნება დასავენების დრო ...ანუ სიზარმაცე გამორიცხულია.

    18
    გასულია
    Dat- გულშემატკივარი [?]

    14 იანვარი 2020 18:43

    ა ძმაო კაცი ჯერ მოედანზე არ გასულა ჩახადა ყველას )))

    15
    გასულია
    B O M B O R A წევრი [?]

    14 იანვარი 2020 18:38

    კიკეს კომენტარების ფრაგმენტები ამოვიღე

    ჩემი აქ მოსვლა იყო ყველაზე გიჟური ოცნება ჩემს ცხოვრებაში. მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ

    ეჭვგარეშეა, რომ ჩემი მიზანი მოგებაა, ყველაფრის მოგება. ამ კლუბს უნდა, რომ მოიგოს ყველაფერი, ყოველ წელს, ასევე ითამაშოს კარგი ფეხბურთი. საუკეთესო გზა ყველაფრის მოსაგებად არის ხარისხიანი ფეხბურთის თამაში.

    მე ყველას ვუსმენ, მაგრამ თუ ჩემს თავში რაიმეზე დარწმუნებული ვარ, მას არ შევცვლი. მოვკვდები და არ ვუღალატებ.

    ამ კლუბს ყავს ექსტრაორდინალური აკადემია. აკადემიის ფეხბურთელები ჩვენთან ერთად ივარჯიშებენ და მონაწილეობას მიიღებენ ჩვენთან ერთად.

    პირველი გუნდის ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ ნიჭიერი ბავშვები აუცილებლად მიიღებენ თავიანთ შანსს, თუ დაიმსახურებენ. პირველი გუნდის ფეხბურთელებს განტვირთვის და მოდუნების საშუალება არ ექნებათ.

    მე აქ მოვედი უზარმაზარი ენერგიით, მე ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშავს "ბარსა".


    თამაშის ფორმაცია? ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფილოსოფია. შესაძლოა, ზოგჯერ 4-3-3-ის შეცვლა მოგვიწიოს. ზოგჯერ შეიძლება 4-4-2-ით ვითამაშოთ, ეს დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე. მთავარია, რომ ფილოსოფია არ შეიცვლება, ჩემი გუნდი კარგ ფეხბურთს ითამაშებს.

    5 წუთიც არ დამჭირვებია, რომ "ბარსელონას" წინადადებას დავთანხმებოდი. გუშინ ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, როცა შემატყობინეს.

    მე არ მაქვს ვრცელი CV, მე არ მაქვს ტიტულები, მაგრამ მე ვაჩვენე, თუ რა არის ჩემი ფილოსოფია, როგორ თამაშობენ ჩემი გუნდები. მადლობელი ვარ, რომ "ბარსელონას" გაწვრთნის შესაძლებლობა მომეცა."

    ეს სწორედ ისაა რაც ვალვერდეს დროს გვეკლო .ემოცია მოტივაცია.ფიზ მომზადება.გუნდის ფილოსოფია.ლამაზი ფეხბურთი.......მე მჯერა შენი კიკე ჩემი ფავორიტი ხარ პეპის და ხავის შემდეგ ..აბა შენ იცი უფროსო ძმაო შენმა სიტყვებმა იმედი დამიბრუნა და სტიმული მომცა ..წარმატებები

    16
    საიტზეა
    frenkie dejong21 წევრი [?]

    14 იანვარი 2020 18:36

    წარმატებები სეზონის ბოლოს ტრიპლეტი დაგედოს მე ძაან მეიმედება და ვნახოთ რა იზამს თუ არადა სეზონის ბოლოს კი წავა

    10
    გასულია
    cruyff9 ფანი [?]

    14 იანვარი 2020 18:36

    ციტატა: duggu
    აუ ეს ისე ლაპარაკობს მგონი მაგრად დგას თავის აზრზე და ეს უკვე მომწონს. არ გავს ჩმორვერდეს. ასე უნდა აბა რააა. მოდუნების საშუალება არავის უნდა მისცე

    კაცმა აშკარად იცის სად არი!!!ვალვერდესგან განსხვავებით რომელსაც 2წელი თავი ისევ ბილბაოში Eგონა

    12
    საიტზეა
    o.dembele11 წევრი [?]

    14 იანვარი 2020 18:33

    მაგარი კაციჩანს და რაც მთავარია დემბელეს მიხედოს ტრამვები რომ აღარ მიიღოს

    9
    გასულია
    Lionel Messi - 10 ფანი [?]

    14 იანვარი 2020 18:31

    საკაიფოდ იბაზრა (იმედისმომცემად) და იმედია საქმითაც დაამტკიცებს. წარმატებები smirk

    16
    --------------------
    Ronaldinho
    გასულია
    (გიო) Culé [?]

    14 იანვარი 2020 18:28

    ციტატა: Visca el barca
    ერთადერთი რაც დარმუნებით შეიძლება ითქვას ისაა , რომ ნახევარდაცვა დალაგდება, კოუტინიოს არ გამოისყიდის ბავარია და დაბრუნება მოუწევს და იქნებ უშველოს მაგასაც რამე. რიკი პუჩსაც მიეცემა დრო, და რაც მთავარია დე იონგისა და არტურისგან ძლიერ ნახევარდაცვასშეკრავს,
    ბოლო ბოლო ჩვენი აზრი ცალკე , რომ გადავდოთ, სერხიოს აქვს დიდი სიმპატია ამ მწვრთნელის მიმართ

    თვითერზე შემხვდა პოსტი კიკეს კოუტინიოს სტილი მოწონს და სეზონის ბოლოს დაბრუნება უნდაო (Nუ რათქმაუნდა ბარსას მწვრთნელად თუ დატოვებენ)

    2
    --------------------
    "ბარსელონას სარგებელს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები მოუტანენ, რომელბიც კლუბში ბავშვობიდან იზრდებიან" - იოჰან კრუიფი.
    "ჩემს გუნდში რივალდო ყოფილიყო, მერწმუნეთ, იუნაიტედის ტიტულები დღეს ორმაგი იქნებოდა"
    💬 სერ ალექს ფერგიუსონი
    გასულია
    სპარტაკი წევრი [?]

    14 იანვარი 2020 18:25

    Vnaxot shansi mieca romelzec ocneboben da ver ixdenen .. imedi maqvs lamaz sanaxaobebs vixilavt...

    2
    გასულია
    Visca el barca ფანი [?]

    14 იანვარი 2020 18:21

    ერთადერთი რაც დარმუნებით შეიძლება ითქვას ისაა , რომ ნახევარდაცვა დალაგდება, კოუტინიოს არ გამოისყიდის ბავარია და დაბრუნება მოუწევს და იქნებ უშველოს მაგასაც რამე. რიკი პუჩსაც მიეცემა დრო, და რაც მთავარია დე იონგისა და არტურისგან ძლიერ ნახევარდაცვასშეკრავს,
    ბოლო ბოლო ჩვენი აზრი ცალკე , რომ გადავდოთ, სერხიოს აქვს დიდი სიმპატია ამ მწვრთნელის მიმართ

    10
    --------------------
    "გამარჯვება მნიშვნელოვანია, თუმცა ვერაფერი შეედრება იმას, რომ გაგაჩნდეს საკუთარი სტილი, ხალხი შენგან სწავლობდეს და შენით აღფრთოვანებული იყოს. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია". - იოჰან კრუიფი.
    გასულია
    (გიო) Culé [?]

    14 იანვარი 2020 18:20

    ბევრი სკეპტიკურად არი განწყობილი სეტიენის მიმართ, დაველოდოთ არც ლუის ენრიკეს ქონდა კარგი პრესა (თუ გადავხედავთ ბარსელონამდე მის სამწვრთნელო კარიერას) მაგრამ მოვიდა და ტრიპლეტი დადო + ფეხბურთი ათამაშა კლუბს, დაველოდოთ...

    21
    --------------------
    "ბარსელონას სარგებელს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები მოუტანენ, რომელბიც კლუბში ბავშვობიდან იზრდებიან" - იოჰან კრუიფი.
    "ჩემს გუნდში რივალდო ყოფილიყო, მერწმუნეთ, იუნაიტედის ტიტულები დღეს ორმაგი იქნებოდა"
    💬 სერ ალექს ფერგიუსონი
    გასულია
    B.A.r.c.A გულშემატკივარი [?]

    14 იანვარი 2020 18:19

    Mtavaria pizikurad moamzados da nu poziciebze swored daayenos pegburtelebi tore arc amis mosmenit moiklaven gasaxdelshi tavs

    1
    გასულია
    neo222 Culé [?]

    14 იანვარი 2020 18:17

    Wels titulebi unda dado setien. Gvachvene ro magari xar

    4
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    გასულია
    ი.ხ.მ.ს.ნ. წევრი [?]

    14 იანვარი 2020 18:15

    წარმატებები კიკე ❤იმედია ისე აათამაშებ გუნდს როგორც ჩვენ გვიყვარს ❤

    10
    გასულია
    barca`barca Culé [?]

    14 იანვარი 2020 18:12

    აუ მაგარი კაცი ჩანს..
    ეს ისაა ვინც გვჭირდებოდა მგონი <3
    მაგრად მეიმედებააააააა

    16
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია
    ლეომესი წევრი [?]

    14 იანვარი 2020 18:10

    ვაახ, ძალიან კარგია.
    რაღაც იმედი მომეცა.
    აბა შენ იცი კიკე.

    ვისკა ბარსა !!!

    9
    გასულია
    duggu ფანი [?]

    14 იანვარი 2020 18:09

    აუ ეს ისე ლაპარაკობს მგონი მაგრად დგას თავის აზრზე და ეს უკვე მომწონს. არ გავს ჩმორვერდეს. ასე უნდა აბა რააა. მოდუნების საშუალება არავის უნდა მისცე

    15
    გასულია
    KING_BARCA Culé [?]

    14 იანვარი 2020 18:07

    სად გიპოვეს მერრ მენახირე,შენ რო რამე შეგეძლოს ძროხებთან კიარ იქნებოდი.....

    6
    --------------------
    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......

    პარტნიორები

    Flashscore.ge