აბიდალი ბარსელონაში დაბრუნდა
სულ ცოტა ხნის წინ "ბლაუგრანას" წარმომადგენლები, ერიკ აბიდალი და ოსკარ გრაუ დოჰადან ბარსელონაში დაბრუნდნენ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დღეს ისინი კლუბის პრეზიდენტს, ხოსე მარია ბართომეუს შეხვდებიან და, შესაძლოა, რაღაც გადაწყვეტილებები მიიღონ.
ხვალ დილით ერნესტო ვალვერდე გუნდთან ერთად სავარჯიშო სესიას გამართავს, შუადღისით კი კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაა დაგეგმილი.
მოსალოდნელია, რომ ხვალ გაათავისუფლონ ვალვერდე და მისი პოზიცია "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი გარსია პიმიენტამ დაიკავოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3 4
კომენტარები [ 65 ]