ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრების სათადარიგო მეკარეობაზე: ეს ცოტათი მაბრაზებს

  • 8-09-2019, 22:38
  • ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრების სათადარიგო მეკარეობაზე: ეს ცოტათი მაბრაზებს

    იმის მიუხედავად, რომ "ბარსელონას" კარის დარაჯი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შესანიშნავ ფორმაშია და თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, ის გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე მაინც არ არის. თუმცა, როგორც ჩანს, 27 წლის ფეხბურთელი იმედს არ კარგავს.

    "რა თქმა უნდა, ეს ცოტათი მაბრაზებს. საკუთარი თავის მაქსიმუმს აკეთებ, მაგრამ იქ მაინც არ ხარ, სადაც გინდა, რომ იყო."

    "მე ჩემი პრიორიტეტები მაქვს. მინდა, წარმატებას მივაღწიო. ჩემი მიზანი არის, რომ გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე ვიყო, თუმცა არა ნებისმიერ ფასად. არის ფეხბურთი და არის ადამიანობა, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია. მინდა, სარკეში ჩემს თავს შევხედო და ვთქვა: "შენ პატიოსნად იმუშავე და შენი მიზნების მისაღწევად იბრძოლე."

    "ეს მარტივი არაა, მაგრამ მოთმინება ფეხბურთის ნაწილია. არის მომენტები, როდესაც უბრალოდ უნდა მოიცადო." - ციტირებს მარკ-ანდრე ტერ შტეგენის სიტყვებს T-online.

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    grafi გულშემატკივარი [?]

    8 სექტემბერი 2019 22:46

    ეს მაგარი გვყვა რა, ერთერთი ყველაზე წარმატებული ტრანსფერი <3

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge