სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა - "ბარსელონაში" 7 ნახევარმცველია

  • 4-09-2019, 01:12
  • სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა - "ბარსელონაში" 7 ნახევარმცველია

    გუშინ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, "ბარსელონაში" კი შვიდი ნახევარმცველი დარჩა, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლებენ.

    სატრანსფერო ფანჯრის დახურვის დღეს "ბარსელონამ" რაფინია ალკანტარას ტრანსფერის დასრულება მოასწრო, მაგრამ კლუბში მაინც ბევრი ნახევარმცველი დარჩა - კარლეს ალენია, ივან რაკიტიჩი, არტურო ვიდალი, არტურ მელო, სერჟი რობერტო, სერჟიო ბუსკეტსი და ფრენკი დე იონგი. ასევე, "ბარსელონა ბ-ში" ირიცხება რიკი პუჩი, რომელსაც პირველ გუნდშიც შეუძლია თამაში, თუმცა ამდენი ნახევარმცველის გათვალისწინებით, ალბათ, მას დიდი დრო არ მიეცემა.

    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფრენკი დე იონგმა და სერჟი რობერტომ ლა ლიგის სამივე მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს. მათთან ერთად ყველაზე მეტი სათამაშო წუთი სერჟიო ბუსკეტსმა მიიღო, ხოლო ყველაზე ცოტა - არტურო ვიდლმა (24 წუთი), არტურმა (37 წუთი), ივან რაკიტიჩმა (45 წუთი) და ალენიამ (45 წუთი).

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    king artthur გულშემატკივარი [?]

    4 სექტემბერი 2019 03:14

    ძირითადი: ბუსკეტსი, დე იონგი, არტური. მომდევნო სეზონში ეს ნახევარდაცვა მინდა: ბუსკეტსი, დე იონგი, არტური, ვან დე ბეეკი, ალენია, პუჩი, კოუტინიუ/რობერტო

    0
    გასულია
    Nou kamp გულშემატკივარი [?]

    4 სექტემბერი 2019 01:30

    რაკიტიჩის დატოვებაა ალოგიკური და ალენიასი ლოგიკური neutral_face

    4
    გასულია
    El Diablo წევრი [?]

    4 სექტემბერი 2019 01:26

    მერე უკვირთ რატო მიდიან ახალგაზრდები. პუჩის ადგილას რომ ვიყო - წავიდოდი.მაინც რაც არ უნდა იშრომო - რაკიტიჩი ან რობერტო იქნებიან სასტარტოში

    2
    გასულია
    ROUCH Culé [?]

    4 სექტემბერი 2019 01:23

    ფორმაც ამობს რომელი სამეული იქნება ძირითადში, ვალვერდემ თუ აიკვიატა ვსო ჯორზე შეჯდება და არ გადათქვავს, იქნება ცვლილებები ხანდახან მაგრამ რატომღაც მგონია რო უმეტეს წილად ბუსკეცი დე იონგი რობერტო იქნებიან, არ ვიცი რატო მარა ასე მგონია და რავი ვნახოდ თუ გამართლდება

    3
    გასულია
    M10 S9 D11 Culé [?]

    4 სექტემბერი 2019 01:22

    უნდა გეყიდათ ის მძორიც მაგის გამო არტურს ან დე იონგს რო მოაკლდეს სათამაშო დრო დედას მივუცენზურებ ვალვერდეს

    3
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    .Gladiator. Culé [?]

    4 სექტემბერი 2019 01:20

    ვერ გაიყოფენ დროს შანსი არაა
    რაკიტიჩის დატოვება ძაან ალოგიკურია

    1
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs

    http://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ

    FC Barcelona - The Guardiola System 2008-2012

    Samuel Eto'o: Madrid Cabron Saluda El Campeon

    პარტნიორები

    Flashscore.ge