AS: "ბარსელონას" გრიზმანს გამოსასყიდი ფული არ აქვს

  • 10-07-2019, 17:34
  • AS: "ბარსელონას" გრიზმანს გამოსასყიდი ფული არ აქვს

    "ბარსელონა" ანტუან გრიზმანის გამოსასყიდი თანხის გადახდას ამ კვირაში აპირებდა, მაგრამ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, იტყობინება AS.

    საქმე იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე კატალონიელებს ეგონათ. გეგმის მიხედვით, კლუბს გრიზმანის გამოსასყიდი თანხა ამ კვირაში უნდა გადაეხადა, ხოლო პრეზენტაცია 12 ივლისისთვის იყო დაგეგმილი, რათა ფრანგს 14 ივლისს ახალ თანაგუნდელებთან ერთად ევარჯიშა.

    თუმცა, წყაროს ცნობით, "ბარსელონა" ვერ ახერხებს ბანკებთან მოლაპარაკებას, რომლებიც კლუბს 120 მილიონ ევროს მისცემენ, ამიტომ მოსალოდნელია, რომ გრიზმანის გამოსყიდვა პარასკევამდე გადაიდოს. სწორედ ამ მიზეზს გამო ცდილობდა "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" მოლაპარაკებების წარმოებას, რათა თანხა ნაწილ-ნაწილ გადაეხადათ.

    წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონაში" მცირე ფინანსურ კრიზისს ისიც ადასტურებს, რომ კლუბის თანამშრომლებმა ივნისის თვის ხელფასი სამი დღის დაგვიანებით მიიღეს.

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 10 ივლისი 2019 18:14

    ციტატა: რაღაცნაირი
    ზუსტად ვიცი რომ ეს სულ მალე ბარსელონელი გახდება... და ერთ ძალიან მცირე ტრანსფერსღა გააკეთებს ბართო და ამით მორჩება... რეალიც ერთ ძლიერი ნახევარმცველს იყიდის და მორჩება . ნეიმარი დარჩება პსჟში (პიკე არ დამემართოს დდ)

    და ასე მშვენიერი სეზონი გველის... ერთი სული მაქვს დაიწყოს... მგონია რომ სამონეთი გაიღვიძებს და საინტერესო კლასიკოები გვექნება წელს... და უჩლზეც კლასიკო იქნება ფინალში... ვისაც გეცინებათ ჩემს აზრზე უბრალოდ გაატარეთ heart_eyes

    მეც ეგრე მგონია მაგრამ ზიზუ კი დაბრუნდა მაინც მგონია რო წელსაც მარტივათ მოიგებს ბარსა ლა ლიგას და ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება იმედია ვინმეს ჯერ ბარსა 99 ნოლს არ მოუგებს და მერე 100 ნოლს არ წააგებს და ფინალში კლასიკოზე კარგი საყურებელი არაფერი არ იქნება მანამდე თუ შეხვდა რეალი ბარსას მგონია რო ბარსა მოუგებს ორ მატჩიან დაპირისპირებას ერთ მატჩი შეიძლება მერე ყველაფერი მოხდეს

    0
    გასულია

    4 - 10 ივლისი 2019 18:06

    ზუსტად ვიცი რომ ეს სულ მალე ბარსელონელი გახდება... და ერთ ძალიან მცირე ტრანსფერსღა გააკეთებს ბართო და ამით მორჩება... რეალიც ერთ ძლიერი ნახევარმცველს იყიდის და მორჩება . ნეიმარი დარჩება პსჟში (პიკე არ დამემართოს დდ)

    და ასე მშვენიერი სეზონი გველის... ერთი სული მაქვს დაიწყოს... მგონია რომ სამონეთი გაიღვიძებს და საინტერესო კლასიკოები გვექნება წელს... და უჩლზეც კლასიკო იქნება ფინალში... ვისაც გეცინებათ ჩემს აზრზე უბრალოდ გაატარეთ heart_eyes

    1
    გასულია

    3 - 10 ივლისი 2019 17:57

    რავი მე ამას ვერ დავიჯერებ როგორ უნდა ქონდეს მსფლიოში ერთ ერთ ყველაზე მოთხოვნად კლუბს სახელფასო კრიზისი ან როგორ არ გააჩნი გუნდს 120 მილიონ როცა უკვე ორი წელია გუნდი
    სატრანსფერო ბაზარზე დახლოებით 10 მილიონის პლიუსშია მინიმუმ ასიმილიონი არ უნდა ქონოდა კლუბს გამოყოფილი სატრანსფეროდ ერთი წლისთვის

    0
    გასულია

    2 - 10 ივლისი 2019 17:51

    ბარსელონაა თუ ტორპეტო ქუთაისი

    4
    გასულია

    1 - 10 ივლისი 2019 17:43

    რამდენად უნიათო უნდა იყო,რომ საფეხბურთო სამყაროში ყველაზე დიდი ბრენდი გებაროს(რეალთან და მანიუსთან ერთად) და ფინანაურ კრიზისში ჩააგდო.გაასუხარონ მალკომი-კოუტინიოდან ერთ-ერთი,მიყვეს რაფინია და გადამაძორებული რაკიტიჩი...დედა ატირებული 33 წლის ინიესტა წავიდა თავის ნებით და ეს რა მყავს ასეთი გენიოსი რო 40 წლამდე აქ იყოს.მარა გაყიდვაც არ იციან ამ უხეიროებმა.

    5

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა