"ბარსელონას" სტრატეგია ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით

  • 9-07-2019, 23:40
  • "ბარსელონას" სტრატეგია ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით

    იმის მიუხედავად, რომ ნეიმარი "ბარსელონას" მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს, "ბლაუგრანა" პსჟ-სა და ფეხბურთელს შორის განვითარებულ მოვლენებს მშვიდად დააკვირდება, იტყობინება Sport.

    კლუბი ფიქრობს, რომ თუ ნეიმარსა და პსჟ-ს შორის "ცივი ომი" გაგრძელდება, პარიზელები იძულებულები იქნებიან მისი სატრანსფერო ღირებულება შეამცირონ.

    წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები წინ მიიწევს, მაგრამ "ბარსელონა" არაფერს მოიმოქმედებს, სანამ პსჟ ნეიმარს ფასს არ დაუწევს.

    კატალონიელებმა, შესაძლოა ტრანსფერში, როგორც კოუტინიო, ასევე დემბელეც ჩართონ და ნეიმარი თანხის დამატების გარეშე გადმოიბირონ.

    "ბარსელონა" 15 ივლისს ელოდება, რადგან ამ დროს ნეიმარი პარიზში უნდა დაბრუნდეს. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    1 - 9 ივლისი 2019 23:49

    ამაში მაქსიმუმ 120 .. თუ არა და ჰყავდეთ სკამზე 222 მილიონიანი ფეხბურთელი და თვეში უხადოს პსჟმ 9191უ381919119191 მილიონი ხელფასად .:) არ გვაქვს პრობლემა :)) მათ არ აწყობთ რეალურად ეხლა ამის დარჩენა ) რრეალი ამას არ იყიდის პოგბაზე ჩალიჩობს და ალბათ გააფორმებენ მალე მაგ ტრანსფერს ასე რომ ერთადეეთი ვინც ეხლა ამაში 120 მაინც გადსიხდის არის ბარსა და მანჩესტერ იუნაიტედი.. სიტიც მაგრამ გუარდი ასეთ ყლიყვებს გუნდში არ აჩერებს... მანჩესტერ იუნაიტედში კიდე თვითონ ნეიმარს არ მოუნდება გადასვლა ევროპა ლიგაზეა გუნდი.. ასე რო იქით გვეხვეწოს პსჟმ ან დაიტოვოს და არაფერის კეთებაში დისკოტეკებზე გრიალში და დის დაბადებისდღეებზე ქეიფში უხადოს ნეიმარს 40 მილიონები და ბონუსები ;)))

    2
    --------------------
    We 61D it !

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა