კოუტინიო და დემბელე ნეიმარის ტრანსფერში ერთვებიან

  • 19-06-2019, 17:23
  • კოუტინიო და დემბელე ნეიმარის ტრანსფერში ერთვებიან

    თუ "ბარსელონამ" საბოლოოდ გადაწყვიტა ნეიმარის შეძენა, მაშინ მას მსხვერპლის გაღება მოუწევს სხვა ფეხბურთელების სახით. როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარმა კატალონიური კლუბი 2017 წელს 222 მილიონის სანაცვლოდ დატოვა და "პარი სენ-ჟერმენს" შეუერთდა. ახლა, როცა "ბლაუგრანას" ბრაზილიელის კვლავ დაბრუნება სურს, პარიზული კლუბი დიდ თანხას მოითხოვს, პირობების დასაკმაყოფილებლად კი რამდენიმე ფეხბურთელის "გაწირვა" იქნება საჭირო.

    "ბარსელონა" ცდილობს იმ ფეხბურთელების ტრანსფერში ჩართვას, რომლებიც შეთანხმებას უფრო იაფს გახდის. ასეთები ფილიპე კოუტინიო და უსმან დემბელეა. ნეიმარის გაყიდვით მიღებული თანხით "ბარსელონამ" სწორედ ეს ფეხბურთელები იყიდა და თითოეულ მათგანში 100 მლნ ევროზე მეტი გადაიხადა. MARCA-ს ინფორმაციით, კლუბი გადაწყვეტილებას სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე მიიღებს.

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 19 ივნისი 2019 17:42

    ამ ხელმძღვანელობას ჰიტლერიზაცია უნდა ვალიკოს ჩათვლით.სხვანაირად აზრზე ვერ მოვლენ.კოუ და დემბოს რო ალზევ მერე სკამზე არ უნდა არავინ რო იჯდეს,თან მალკომსაც ყიდიან და დემბო და ნეი მშვენივრად შეცვლიდნენ ერთმანეთს.კოუ უკან,ყიდულობ 27 წლის ტიპს და წირავ 21 და 26 წლის ბიჭებს რომლებიც წესით ბარსას მომალვები უნდა იყვნენ,უფრო დემბო,მისცენ რაკიტიჩი,მალკომი,ეს კია 130 მილიონის თემა,რაეკტა 70,მალკომს მე 60 ად შევტენიდი ხალიფას მარა არა ესენი ხო უნდა დაგოიმდნენ და პირიქთ იზარალონ,მწვრთნელი გამოცვლაეთY და ამ სასტავით ცოტა შემტევი სტილის მწვრთნელი რომელსაც ახალგაზრდებთან მუშაობის მცირედი მიდგოამა აქვს ლიგებს ლიგებზე დადებდა,ნეიმარი კი მინდა მარა,მწვრთნელი უფრო გვჭირდება ვინც რესურსს კარგად გამოიყენებს და არა ხე ვალიკო,რომელიც კოდალასავით სად აკაკუნებს თვითონაც არ იცის ;დ ;დ

    5
    გასულია

    2 - 19 ივნისი 2019 17:42

    კოუს გაშვება იქნება ძაან დიდი სისულელე .ნეი თუ დაბრუნდება კოუ თავის პოზიციას დაიკავებს და ბევრად გავძლიერდებით ჩემი აზრით !!!

    11
    გასულია

    1 - 19 ივნისი 2019 17:31

    აქ ესპანეთში გაზეთები წერენ რო შეიხი 300 მილიონს ითხოვს ნეიმარში.

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი