"ბარსელონა": ნეიმარი ან გრიზმანი

  • 30-05-2019, 17:06
  • "ბარსელონა": ნეიმარი ან გრიზმანი

    "ბარსელონას" გულშემატკივრები ამ ზაფხილს გუნდის წინა ხაზში ვარსკვლავურ ტრანსფერს ელოდებიან, თუმცა ვინ იქნება ეს?

    "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ამჟამად 2 ვარიანტი აქვთ, ესენია: მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი ფორვარდი, ანტუან გრიზმანი და "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი.

    რეალობა არის ის, რომ "ბარსელონას" არცერთი ზემოთ ნახსენები ფეხბურთელის წარსულში ჩადენილი საქციელი არ მოსწონს: ნეიმარმა თავისი ტრანსფერის დროს "ბლაუგრანა" დაამცირა, გრიზმანმა კი ამ სეზონში ერთხელ უკვე უთხრა უარი კატალონიელებს და გადაცემაც კი მიუძღვნა ამ ყველაფერს, რაც არანაკლები დამცირება იყო.

    ზემოთ აღწერილი ფაქტების მიუხედავად, Mundo Deportivo-ს აზრით, "ბარსელონას" მოუწევს თავის პრინციპებს გადაახტეს და ყველაფერი გააკეთოს, რომელიმე მათგანის შესაძენად, იმიტომ, რომ კატალონიურ კლუბს ყველაზე მეტად ახლა წინა ხაზის ვარსკვლავი სჭირდება.

    რომელ ტრანსფერს ანიჭებთ უპირატესობას?

    ნეიმარი - 117 (87,97%)
    87,97%
    გრიზმანი - 16 (12,03%)
    12,03%

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Sdaead Culé [?]

    30 მაისი 2019 17:10

    სულ რო სეგუნდაში ჩავარდეს გუნდი ნეიმერისნაირი გუნდის ლოგოზე დამფურთხებელი არ უნდა მოუშვა ახლოს.

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge