"ბარსელონამ" სერჟი სამპერის ტრანსფერი დაადასტურა
რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" 22 წლის ნახევარმცველის, სერჟი სამპერის "ლას პალმასში" იჯარით გაშვება ოფიციალურად დაადასტურა.
კატალონიური კლუბის ვებგვერდის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი კანარის კუნძულებზე არენდით ითამაშებს.
სამპერი "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია, მაგრამ კატალონიელთა პირველ გუნდში მას მხოლოდ 12 თამაში აქვს ჩატარებული. გასული სეზონი ფეხბურთელმა იჯარით "გრანადაში" გაატარა, რომლის მაისურითაც 23-ჯერ ითამაშა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 37 ]