ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დორტმუნდს დაუპირისპირდება

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დორტმუნდს დაუპირისპირდება

ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი 1/4-ფინალური წყვილი გაირკვა - ბარსელონა, რომელმაც გუშინ მერვედფინალიდან ბენფიკა გააგდო, დორტმუნდს დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრა 8 აპრილს, ბარსელონაში გაიმართება, განმეორებით მატჩს კი 15 აპრილს გერმანია უმასპინძლებს.

ბორუსიამ დღეს ტურნირს ლილი გამოთიშა - გერმანიაში ფრედ (1-1) დასრულებული მატჩის შემდეგ, საფრანგეთში გამართული დაპირისპირება ნიკო კოვაჩის შეგირდების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

ბარსელონა-დორტმუნდის გარდა, ასევე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში ერთმანეთს ბაიერნი და ინტერი დაუპირისპირდებიან - ამ წყვილებს შორის გამარჯვებულები კი ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან.

დანარჩენი წყვილებიც დღეს გაირკვევა. პარი სენ-ჟერმენი შემდეგ ეტაპზე გუშინ გავიდა, ცოტა ხანში კი ატლეტიკო-რეალ მადრიდი, ასტონ ვილა-ბრიუგე და არსენალი-პსვ დაიწყება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 157 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 13 მარტი 2025 00:41
    8
    ზოგადად ფეხბურთელები ისეთი გასიმულიანტებულები არიან, რომ ოდნავ შეხება და გაზონზე აგდია ყველა და იკლაკნებიან ვითომ ტკივილისგან. ერთადერთი ვისაც ნაჯახით მოსდევდნენ და მაინც დგებოდა და აგრძელებდა თამაშს ეს მესი იყო.
    წევრი [?]
    #16 13 მარტი 2025 00:41
    3
    ალვარესი პროსტა რა კლასნი ფორვარდია ვის მიასუნინებს მაგას ატლეტიკო
    წევრი [?]
    #15 13 მარტი 2025 00:41
    0
    ალვარესი რა კლასნია, ყველაზე მეტად ეგ ბიჭი გვინდა 9-ზე!
    Culé [?]
    #14 13 მარტი 2025 00:36
    4
    ორივემ თუ დაიწყო ჩეხაობა მთლად კარგი დაუხოციათ ერთმანეთი 😁
    გულშემატკივარი [?]
    #13 13 მარტი 2025 00:24
    9
    Ექსტრა ტაიმები რო წავიდეს ყველაზე კარგი იქნება ორივე გუნდის გადაწვა გვაწყობს
    წევრი [?]
    #12 13 მარტი 2025 00:22
    3
    ჩაუხოციათ ერთმანეთი იმდენი უქნიათ, ორივე ერთად რო გავარდებოდეს....>(
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 13 მარტი 2025 00:22
    0
    ყველა გარკვეულია რეალი-ატლეტიკოს გარდა.
    წევრი [?]
    #10 13 მარტი 2025 00:22
    2
    ბელინგემს მერამდენე დიდ თამაშში ხმარობენ და მეშვიდეზე იყო ოქროს ბურთის რეიტინგში 😂😂😂 სირცხვილია
    --------------------
    Little boy from Rosario Santa Fe
    წევრი [?]
    #9 13 მარტი 2025 00:10
    0
    რეალი უნდა გავარდეს!ამათ მარტივად უნდა გავცდეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 13 მარტი 2025 00:09
    0
    დედა რა იყო ესა ჰა ! joy joy joy (ნიკანდრო ქილიას ხმით კ/ფ " დათა თუთაშხია ") .....არ ითვლება ! არ ითვლება ! ჩვენ ფალავანს (აბდუშაჰილი) ჯერ გამარჯობა არ ჰქონდა ნათქვამი ! joy joy joy ( კ/ფ " ბაშიაჩუკი")
    წევრი [?]
    #7 13 მარტი 2025 00:06
    0
    ლილი უკეთესი იქნებოდა დორტმუნდის ულტრასებიდან გამომდინარე, 😂
    იმედია ჩვენს სტადიონზე ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით ვიდრე ისინი😂😂
    მაგარი სანახაობა კი იქნება დორტმუმდში.
    ფანი [?]
    #6 13 მარტი 2025 00:05
    1
    მაგრა ასწორებს ესეთი გულშემატკივრები რა. რა ატმოსფეროა პროსტა ვანდაზე. გაუჭირდება რეალს წესით, და ასევე ჩვენც კოპას განმეორებით მატჩში მარა ეგ თამაში დიდათ მკიდია რა. ლა ლიგას და ლიგას მივაწვეთ ჯობია
    გულშემატკივარი [?]
    #5 13 მარტი 2025 00:02
    2
    Გაედო ბუდას
    ფანი [?]
    #4 13 მარტი 2025 00:02
    4
    გაუყარეს პატარძალს. უიი თეთრები რო ეცვა თურმე რეალი ყოფილა
    ფანი [?]
    #3 12 მარტი 2025 23:58
    0
    პირველი მატჩი გასვლაზე გვიწევს სულ მგონი ჩვენ ხოდა ჯერ მატსავე სტადიონზე მოვუგებთ და მერე ჩვენთან უკვე მიწასთან გავასწორებთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 მარტი 2025 23:58
    2
    დავღეჭავთ ბორუსიას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 12 მარტი 2025 23:53
    0
    კიდე ბარსელონა თუ გააჩერებს ამ ბარსელონას თორე დორტმუნდი არ არის ჩვენი გამჩერებელი