ინტერი 4 - 3 ბარსელონა | ბარსა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა

ინტერი 4 - 3 ბარსელონა | ბარსა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას დრამატულად გამოეთიშა. 

განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში "ინტერმა" კატალონიური კლუბი 4-3 დაამარცხა. 

მილანელებმა პირველი ტაიმი ლაუტარო მარტინესისა და ჰაკან ჩალჰანოღლუს გოლებით 2-0 მოიგეს. "ბარსამ" ერიკ გარსიასა და დანი ოლმოს წყალობით გათანაბრება მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში შეძლო, 87-ზე კი რაფინიას გოლით დაწინაურდა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ფრანჩესკო აჩერბიმ გაათანაბრა, დამატებით დროში კი დავიდე ფრატეზიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 83 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 7 მაისი 2025 02:41
    6
    იყო ბარსელონას გულშემატკივარი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ არის სპორტში. "შენს გუნდს" არ ეკადრება პასიურობა, ტემპის დაგდება, დაცვაში ჩადგომა, კონტრშეტევებზე თამაში. აქ ყველაფერს თავად უნდა აკონტროლებდე, თავად ქმნიდე და ხატავდე. წინააღმდეგ შემთხვევაში 99 354 გულანთებული გულშემატკივრის გაღიზიანებას იწვევ კამპ ნოუზე და კიდევ არაერთი მილიონის მოედანს მიღმა. ბარსას ფეხბურთელებს ეკრძალებათ უბრალოდ აუტზე მოიგერიონ ბურთი, რადგან ეს ტრადიციების ღალატია, ტრადიციების, რომელიც ათწლეულების მანძილზე იწრთოდობა და მტკიცდებოდა, ელენიონ ერერადან დაწყებული, რინუს მიხელსით, იოჰან კრუიფით, ფრანკ რაიკაარდით, პეპ გვარდიოლასა და ლუის ენრიკეთე გაგრძელებული და ჰანს-დიტერ ფლიკით დაგვირგვინებულით. და დღეს ბარსელონა იყო ის რის გამოც გვიყვარს, მიუხედავად მარცხისა ყველა იამაყებს იმ პატარა ბიჭების მონდომებით რომლებიც სისხლისა ,ოფლის თუ ცრემლის ფასად იბრძოდნენ სანუკვარი ოცნებისათვის. მალე ეს მწარე ცრემლები კი სიხარულით ჩანაცვლედება. ჩვენ ვამაყობთ და ალბათ იამაყებდა ერთ-ერთი უდიდესი "კატალონიელი - დიეგო მარადონა. ბარსელონა სწორ გზას ადგას და დაბრუნდება ისეთი ძლიერი როგორც არასდროს.

    Visca el Barcelona ❤️💙❤️💙❤️
    Culé [?]
    #2 7 მაისი 2025 02:40
    1
    არაუხო პსჟ-თან თამაშის მერე როარ გააგდეს გუნდიდან ეგ იყო უდიდესი შეცდომა. ახლა ამ სლეს ვინ იყიდის? განათხოვრებაც გაუჭირდებათ. არააქვს იმედნი ტვინი რომ გრანდში ითამაშოს, ყოველთვის იმის უნდა გეშინოდეს რომ რაღაცას იკისრებს.
    Culé [?]
    #1 7 მაისი 2025 02:35
    2
    რამე კაი დადეთ ძმაო ესეთი სტატიები გულს გვიხეთქავს