მესი და მასკერანო ფინალში ითამაშებენ

მესი და მასკერანო ფინალში ითამაშებენ

ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. "ალბისელესტემ" ნახევარფინალში ჰოლანდია დაამარცხა და გერმანიასთან გადამწყვეტ მატჩში დაპირისპირების უფლება მოიპოვა.

თამაშის როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა. არგენტინამ თერთმეტმეტრიანებში იმარჯვა, ხოლო სამხრეთ ამერიკელთაგან ზუსტი დარტყმა პირველად მესიმ შეასრულა.

რაც შეეხება ხავიერ მასკერანოს, ის თამაშში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუ საუკეთესო არა. სწორედ მას უნდა უმადლოდნენ არგენტინელები, რომ მათმა გუნდმა თამაში ძირითად დროში არ წააგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 93 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.