ივან რაკიტიჩი: ბრეითუეიტის მოსვლას მივესალმებით

ივან რაკიტიჩი: ბრეითუეიტის მოსვლას მივესალმებით

"ეიბარის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ივან რაკიტიჩმა შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა. ჟურნალისტებთან ინტერვიუსას ხორვატმა ლიონელ მესისა და კლუბის ახალწვეულის, მარტინ ბრეითუეიტის დებიუტის შესახებაც ისაუბრა.

"ბრეითუეიტი კარგი თავდამსხმელია. საკმაოდ ინტენსიურად თამაშობს, შეტევაში გვეხმარება. მარტინის მოსვლას მივესალმებით."

"საკმაოდ ვიშრომეთ და საბოლოო ჯამში კარგი თამაშიც გამოვიდა. ვიცოდით, რომ მარტივი მატჩი არ გველოდა. ბედნიერები ვართ."

"აქამდე მესის 4-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა, თუმცა საგოლე გადაცემებს აკეთებდა. დღეს კი არგენტინელმა ოთხი გოლი გაიტანა. ეს შესანიშნავია."

რაკიტიჩმა გულშემატკივრების სტვენის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ქომაგების უფლებაა.

"ადამიანებს უფლება აქვთ თავიანთი შეხედულებები და ემოციები გამოხატონ. ჩვენ მათი მხარდაჭერა ვიგრძენით. გუნდისთვის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ამისთვის ძალები არ დაიშურეს და ყველაფერი გამოვიდა." - ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 65 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ibra ibra
    სტუმარი [?]
    #5 23 თებერვალი 2020 00:42
    1
    realis tamashs vin uyurebt xalxo ?
    NS50
    სტუმარი [?]
    #4 23 თებერვალი 2020 00:41
    1
    შენ ვინ რას გეკითხება თუ ძმა ხარ ერთი დღეს ფრენკი დაასვენეს და იმიტო.იყავი მოედანზე თორე ისე ვინ გათამაშებდა 90 წუთს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 თებერვალი 2020 00:40
    2
    უბეს როლში ეს ხოარაა ეს ჩემისა 😇😇 წავიდეს დუბლიორად მაინც
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    Culé [?]
    #2 23 თებერვალი 2020 00:36
    2
    შენს წასვლასაც მივესალმებით
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    Alien 👽
    სტუმარი [?]
    #1 23 თებერვალი 2020 00:18
    4
    ახლა ნაპოლი და რეალი, ორივეს უნდა მოვუგოთ,