რაიოლა ჰოლანდისთვის ასტრონომიულ ხელფასს ითხოვს
"დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის აგენტმა, მინო რაიოლამ თავისი კლიენტის კონტრაქტზე პირობები წამოაყენა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რაიოლას სურს, რომ ახალმა კლუბმა 20 წლის ნორვეგიელ ფეხბურთელს კვირაში ერთი მილიონი ევრო გადაუხადოს. ამდენად, ჰოლანდის წლიური ანაზღაურება, დაახლოებით, 50 მილიონი ევრო იქნება.
ერთი მხრივ, რაიოლას მოთხოვნა საკმაოდ გიჟურად ჟღერს, მაგრამ გვახსოვს, თუ როგორ აწარმოებდა ის მოლაპარაკებებს ისეთი მოთამაშეების ხელფასების მომატებაზე, როგორებიც არიან პოლ პოგბა, ჯანლუიჯი დონარუმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მატიას დე ლიხტი.
ახლა კი საკითხავი ისაა, გადაიხდის თუ არა "ბარსელონა" ამგვარ ასტრონომიულ თანხას ფინანსური კრიზისის ფონზე.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 37 ]