ივან რაკიტიჩი: ბრეითუეიტის მოსვლას მივესალმებით
"ეიბარის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ივან რაკიტიჩმა შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა. ჟურნალისტებთან ინტერვიუსას ხორვატმა ლიონელ მესისა და კლუბის ახალწვეულის, მარტინ ბრეითუეიტის დებიუტის შესახებაც ისაუბრა.
"ბრეითუეიტი კარგი თავდამსხმელია. საკმაოდ ინტენსიურად თამაშობს, შეტევაში გვეხმარება. მარტინის მოსვლას მივესალმებით."
"საკმაოდ ვიშრომეთ და საბოლოო ჯამში კარგი თამაშიც გამოვიდა. ვიცოდით, რომ მარტივი მატჩი არ გველოდა. ბედნიერები ვართ."
"აქამდე მესის 4-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა, თუმცა საგოლე გადაცემებს აკეთებდა. დღეს კი არგენტინელმა ოთხი გოლი გაიტანა. ეს შესანიშნავია."
რაკიტიჩმა გულშემატკივრების სტვენის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ქომაგების უფლებაა.
"ადამიანებს უფლება აქვთ თავიანთი შეხედულებები და ემოციები გამოხატონ. ჩვენ მათი მხარდაჭერა ვიგრძენით. გუნდისთვის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ამისთვის ძალები არ დაიშურეს და ყველაფერი გამოვიდა." - ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 65 ]