FIFA-ს გალა-წარმოდგენის დეტალები

FIFA-ს გალა-წარმოდგენის დეტალები

ხვალ, თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე, FIFA-ს გალა წარმოდგენა დაიწყება, რომლის დროსაც 2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო გოლი, ფეარ ფლეის პრიზის მფლობელი და სიმბოლური გუნდი დასახელდება.

ციურიხში აქტივობები თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. ამ დროს, მსოფლიოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელისა (ლიონელ მესი, ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდუ) და მწვრთნელის (ლუის ენრიკე, პეპ გვარდიოლა, ხოსეპ სამპაოლი) ჯილდოზე წარდგენილები პრესკონფერენციას გამართავენ. გამონაკლისი ლუის ენრიკე იქნება, რომელიც დაჯილდოებას არ დაესწრება. პრესკონფერენციების პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენი ვებგვერდი შემოგთავაზებთ.

თბილისის დროით 20 საათზე ჩვენი ვებგვერდი წითელი ხალიჩიდან პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ, სადაც შეგეძლებათ ნახოთ, როგორ მიდიან სტუმრები დაჯილდოებაზე.

თავად დაჯილდოება კი 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და ჩვენი ვებგვერდი შემოგთავაზებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 45 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    rezocincadze1999
    სტუმარი [?]
    #5 11 იანვარი 2016 00:27
    0
    ციტატა: Draco_29
    ციტატა: rezocincadze1999
    ბუფონი
    რამოსი პიკე
    ინიესტა ბუსკეცი პოგბა
    მესი რონალდუ ნეიმარი
    განაპირა მცველები არ ვიცი

    alvedhi da alba (alaba) am samidan iqnebian meti aravin maxsendeba Dani ukonkurentod

    ალბა არ მგონია.
    ალბათ დანი და ალაბა მოხვდებიან.
    Draco_29
    სტუმარი [?]
    #4 11 იანვარი 2016 00:24
    1
    ციტატა: rezocincadze1999
    ბუფონი
    რამოსი პიკე
    ინიესტა ბუსკეცი პოგბა
    მესი რონალდუ ნეიმარი
    განაპირა მცველები არ ვიცი

    alvedhi da alba (alaba) am samidan iqnebian meti aravin maxsendeba Dani ukonkurentod
    rezocincadze1999
    სტუმარი [?]
    #3 11 იანვარი 2016 00:22
    0
    ბუფონი
    რამოსი პიკე
    ინიესტა ბუსკეცი პოგბა
    მესი რონალდუ ნეიმარი
    განაპირა მცველები არ ვიცი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 იანვარი 2016 00:19
    4
    მოუთბენლად ველოდები ხვალინდელ დღეს! fan flag clapping
    ^azzazzello^
    სტუმარი [?]
    #1 11 იანვარი 2016 00:04
    5
    ლუჩომ მაგარი მიქარა როარ მიდის. ექნება ვიტომ კიდე იქ წასვლის შესაძლებლობაა?