რონალდ არაუხო: უფრო ძლიერები დავბრუნდებით

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა რონალდ არაუხომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში "ინტერთან" მტკივნეული მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელ Instagram-ზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
პასუხისმგებლობას ვიღებ და ამას ვაღიარებ. არასდროს დავმალულვარ და არც დავიმალები. გამოვარდნა მტკივნეულია, მაგრამ ყველაფერი აქ არ მთავრდება. ვიშრომეთ, ვიბრძოლეთ და ყველაფერი გავაკეთეთ წარმოუდგენლად რთულ დაპირისპირებაში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რაც მტკივნეულია.
თუმცა, სიამაყის გრძნობაც მაქვს. ვამაყობ გუნდით, თანაგუნდელებითა და ყველა "კულეთი", რომლებიც ყოველ ნაბიჯზე ჩვენ გვერდით იყვნენ.
2025 წლის განმავლობაში, როგორც გუნდმა, ასევე გულშემატკივრებმა, გამარჯვებულის მენტალიტეტი აჩვენა. "ელ კლასიკო" მოდის და იმედგაცრუებას უკან ვტოვებთ. ჩვენ "ბარსა" ვართ. უფრო ძლიერები დავბრუნდებით.
- წერს არაუხო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 26 ]