ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია!

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია!

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დორტმუნდი, ორი მატჩის ჯამში, 5-3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

დღეს, განმეორებით დაპირისპირებაში ბარსამ 1-3 წააგო, მაგრამ პირველ შეხვედრაში გერმანელები 4-0 გაანადგურა. სიგნალ იდუნა პარკზე ჰანსი ფლიკის გუნდმა ნამდვილად ცუდად ითამაშა, თუმცა მეტოქეს შემდეგი ეტაპის საგზური მაინც არ დაუთმო.

დორტმუნდი 3-1 (3-5) ბარსელონა

⚽️ 1-0 | გირასი 11’ (დორტმუნდი)

⚽️ 2-0 | გირასი 49' (დორტმუნდი)

⚽️ 2-1 | ბენსებაინი 54’ (ბარსელონა; ავტოგოლი)

⚽️ 3-1 | გირასი 76’ (დორტმუნდი)

კატალონიური გრანდი 1/2-ფინალში ინტერსა და ბაიერნს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრაში იტალიელებმა გერმანელები 2-1 დაამარცხეს (განმეორებითი მატჩი ხვალ გაიმართება).

"ბლაუგრანას" მომდევნო შეხვედრა ლა ლიგაში, 19 აპრილს, სელტას წინააღმდეგ ელის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 47 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #27 16 აპრილი 2025 02:19
    3
    ყველამ ნახა, რომ თუნდაც 4:0-ის მერე მშვიდად ვერ იქნები.
    დღეს ის დაგვემართა, რომ 4:0-ის მერე არ ელოდნენ დორტმუნდისგან ასეთ თამაშს და ეგონათ, რომ თავი ქუდში ქონდათ, მოშვებულები და როტაციით ჩავიდნენ. ისინი კი მოემზადდნენ და დაქოქილები, დამუხტულები დაგვხვდნენ. სწრაფმა გოლმა კიდევ ფრთები შეასხა ტიპებს და ყველაფერი გამოსდიოდათ. ჩვენები კი პირიქით აირივნენ, პანიკა დაეწყოთ, ფეხები უკანკალებდათ და ესაა ყველაე საშიში, ასე დაემართათ ლივერპულთანაც. იმედია დასკვნას გააკეთებენ და ინტერთან გაგვახარებენ.
    [?]
    #26 16 აპრილი 2025 02:15
    1
    ციტატა: jacky iakovenko
    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: jacky iakovenko
    ციტატა: MESSI 2017
    არაუხოსთვის ბოლო ჩემპიონთალიგური თამაში იყო იმედია ბარსას მაისურით და აღარასდროს დავინახავ ამ საზიზღრობას მოედანზე

    🤣არადა მე სუ შანს ვაძლევ სუ ვიძახი ეგ და კუბარსი უნდა გახდნენ მეთქი მარკესი+პუიოლი 🤣გასაკვირია ისე პასა კლუბში თამაშობს ტიპი და პასი როგორ ვერ დაამუღამა ამდენი წელი და შეცდომები მაგის ... (ნუ შეცდომები ვის არ მოსვლია)

    ფლიკმა მორჩა კინო დღეს ყველა ვგულაობთო 🤣

    არაუხო არის უმტიტი ჩვენ გვჭირდება მაშერანოს ნაირი ფეხბურთელი

    🤣არც უმტიტი იყო გლახა აი იმ ტრავმამდე რას ერჩი მერე აერია ბოვშს ცხოვრება 🤣 ეჰ მასკესნაირ მცველს სადღა ნახავ დღეს

    უმტიტი თარსი იყო, რაც მოვიდა ლიგა აღარ მოგვიგია 😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #25 16 აპრილი 2025 02:12
    1
    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: jacky iakovenko
    ციტატა: MESSI 2017
    არაუხოსთვის ბოლო ჩემპიონთალიგური თამაში იყო იმედია ბარსას მაისურით და აღარასდროს დავინახავ ამ საზიზღრობას მოედანზე

    🤣არადა მე სუ შანს ვაძლევ სუ ვიძახი ეგ და კუბარსი უნდა გახდნენ მეთქი მარკესი+პუიოლი 🤣გასაკვირია ისე პასა კლუბში თამაშობს ტიპი და პასი როგორ ვერ დაამუღამა ამდენი წელი და შეცდომები მაგის ... (ნუ შეცდომები ვის არ მოსვლია)

    ფლიკმა მორჩა კინო დღეს ყველა ვგულაობთო 🤣

    არაუხო არის უმტიტი ჩვენ გვჭირდება მაშერანოს ნაირი ფეხბურთელი

    ეჰ confused სად არის მასკესნაირი ფეხბურთელი confused
    გულშემატკივარი [?]
    #24 16 აპრილი 2025 02:12
    5
    Ეს წაგება შეიძლება უკეთესიც იყოს ამ თამაშიდან ბევრ რამეს გაანალიზებს გუნდი. წინ გადამწყვეტი ეტაპი გველის და წასაგები ისევ აქ წაგვეგო ჯობდა
    წევრი [?]
    #23 16 აპრილი 2025 02:11
    1
    ციტატა: araujo4
    ციტატა: B.L.A.U.G.R.A.N.A
    1/2 ფინალის პირველი მატჩი, სახლი გვიწევს თუ გასვლა?
    მადლობა

    სახლი

    ყველა გუნდს ურჩევნია პირველი თამაში გასვლაზე, მაგრამ ბარსელონას განსაკუთრებით ალბათ. ბევრი მიზეზია საამისოდ...
    წევრი [?]
    #22 16 აპრილი 2025 02:10
    0
    მოვდღან ასეთი გასვლა! ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩვენ კიარა დორტმუნდი გავიდა
    ფანი [?]
    #21 16 აპრილი 2025 02:06
    1
    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: jacky iakovenko
    ციტატა: MESSI 2017
    არაუხოსთვის ბოლო ჩემპიონთალიგური თამაში იყო იმედია ბარსას მაისურით და აღარასდროს დავინახავ ამ საზიზღრობას მოედანზე

    🤣არადა მე სუ შანს ვაძლევ სუ ვიძახი ეგ და კუბარსი უნდა გახდნენ მეთქი მარკესი+პუიოლი 🤣გასაკვირია ისე პასა კლუბში თამაშობს ტიპი და პასი როგორ ვერ დაამუღამა ამდენი წელი და შეცდომები მაგის ... (ნუ შეცდომები ვის არ მოსვლია)

    ფლიკმა მორჩა კინო დღეს ყველა ვგულაობთო 🤣

    არაუხო არის უმტიტი ჩვენ გვჭირდება მაშერანოს ნაირი ფეხბურთელი

    🤣არც უმტიტი იყო გლახა აი იმ ტრავმამდე რას ერჩი მერე აერია ბოვშს ცხოვრება 🤣 ეჰ მასკესნაირ მცველს სადღა ნახავ დღეს
    ფანი [?]
    #20 16 აპრილი 2025 02:02
    0
    ციტატა: B.L.A.U.G.R.A.N.A
    1/2 ფინალის პირველი მატჩი, სახლი გვიწევს თუ გასვლა?
    მადლობა

    სახლი
    Culé [?]
    #19 16 აპრილი 2025 02:00
    0
    ციტატა: jacky iakovenko
    ციტატა: MESSI 2017
    არაუხოსთვის ბოლო ჩემპიონთალიგური თამაში იყო იმედია ბარსას მაისურით და აღარასდროს დავინახავ ამ საზიზღრობას მოედანზე

    🤣არადა მე სუ შანს ვაძლევ სუ ვიძახი ეგ და კუბარსი უნდა გახდნენ მეთქი მარკესი+პუიოლი 🤣გასაკვირია ისე პასა კლუბში თამაშობს ტიპი და პასი როგორ ვერ დაამუღამა ამდენი წელი და შეცდომები მაგის ... (ნუ შეცდომები ვის არ მოსვლია)

    ფლიკმა მორჩა კინო დღეს ყველა ვგულაობთო 🤣

    არაუხო არის უმტიტი ჩვენ გვჭირდება მაშერანოს ნაირი ფეხბურთელი
    წევრი [?]
    #18 16 აპრილი 2025 01:57
    0
    1/2 ფინალის პირველი მატჩი, სახლი გვიწევს თუ გასვლა?
    მადლობა
    Culé [?]
    #17 16 აპრილი 2025 01:57
    9
    რაღა დაგიმალოთ და ნამეტანი სასიამოვნოდ ჟღერს სათაურიი, დიდი ხანია მაგ სიამოვნების გემო დაგვავიწყდააა, გაუცხოვება დაგვემართა და როგორც იქნა იმ ადგილს ვიბრუნებთ რაც გვეკუთვნის და იმედია ასეთი წყვეტა აღარასოდეს გვექნება !!!
    ფანი [?]
    #16 16 აპრილი 2025 01:56
    1
    ციტატა: me da barca
    ციტატა: Neymar
    ციტატა: me da barca
    ციტატა: Neymar
    ბიჭო გირასია მძ*ნერი პირველ მატჩში რო ამდენი მომენტი გააფუჭა თორე ნორმალური ფორვარდი რო ყოლოდათ ამ საცოდავებს გაგვაგდებდნენ უნამუსო ვიყო და კიდე ის ტეხავს რო ეგეთმა დებილმა ფორვარდმა 2 თამაშში 5 გოლი გაგვიტანა

    5 გოლი გაგვიტანეს და ხუთივე მაგან. რომ არა ავტოგოლი დიდი ალბათობით გაგვაგდებდნენ. 3:0-ზე ამათ პანიკა დაეწყებოდათ და მეოთხე გოლი დროის ამბავი იქნებოდა. თუ ძირითადში არა დამატებითში მოგვიყომარებდნენ და ლივერპული-რომაზე უარესი სამარცხვინო მდგომარეობაში ვიქნებოდით.

    და თუ გახსოვს პირველ მატჩში რა მომენტები მაზა იმ გირასიმ თორე დღეს 4-0 ის ნაცვლად 4-2 უნდა ყოფილიყო ანგარიში თამაშის დაწყების წინ ეგეც მინიმუმ და ახლა წარმოიდგინე 5-5 რო ყოფილიყო ამ მატჩში ისე გადავსულიყავით დამატებით დროში ... მიწასთან გაგვასწორებდნენ ისეთი რამ მოხდებოდა დამატებით დროში ამიტომ სჯობს ამ ზაფხულს რაფინია და არაუხო მიასუხარონ და ვინმე ნორმალური ვინგერი მოიყვანონ ელემენტარული კაცის მოტყუება რომ შეეძლოს

    რაფინიასგან რისი გამოწურვა შეიძლებოდა ის გამოწურა ფლიკმა და ისევ ჩაქრა. ბრაზილიიდან ხომ საერთოდ სირფინია დაბრუნდა. ამ ორისგან კაი თანხის აღება შეიძლება და ვინმე ნორმალურის მოყვანა, თუმცა მეტი არა ჩემი მტერი ამათმა ამას თავი მოაბან.
    თავი დავიმშვიდოთ ყველამ და ეს თამაში დავაბრალოთ თეთრ შორტებს, არაა ეს ბარსას ფერი.

    არადა თუ გახსოვთ ლევანაც ასე იყო ზუსტად ძაან მაგარი სეზონი ჰქონდა ჩვენთან როცა გადმოვიდა მერე ნაკრებში წავიდა მსოფლიოზე და იქიდან სრული კოშმარი დაგვიბრუნდა და რაფინიაც ეგრეა ზუსტად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 16 აპრილი 2025 01:52
    1
    ციტატა: Neymar
    ციტატა: me da barca
    ციტატა: Neymar
    ბიჭო გირასია მძ*ნერი პირველ მატჩში რო ამდენი მომენტი გააფუჭა თორე ნორმალური ფორვარდი რო ყოლოდათ ამ საცოდავებს გაგვაგდებდნენ უნამუსო ვიყო და კიდე ის ტეხავს რო ეგეთმა დებილმა ფორვარდმა 2 თამაშში 5 გოლი გაგვიტანა

    5 გოლი გაგვიტანეს და ხუთივე მაგან. რომ არა ავტოგოლი დიდი ალბათობით გაგვაგდებდნენ. 3:0-ზე ამათ პანიკა დაეწყებოდათ და მეოთხე გოლი დროის ამბავი იქნებოდა. თუ ძირითადში არა დამატებითში მოგვიყომარებდნენ და ლივერპული-რომაზე უარესი სამარცხვინო მდგომარეობაში ვიქნებოდით.

    და თუ გახსოვს პირველ მატჩში რა მომენტები მაზა იმ გირასიმ თორე დღეს 4-0 ის ნაცვლად 4-2 უნდა ყოფილიყო ანგარიში თამაშის დაწყების წინ ეგეც მინიმუმ და ახლა წარმოიდგინე 5-5 რო ყოფილიყო ამ მატჩში ისე გადავსულიყავით დამატებით დროში ... მიწასთან გაგვასწორებდნენ ისეთი რამ მოხდებოდა დამატებით დროში ამიტომ სჯობს ამ ზაფხულს რაფინია და არაუხო მიასუხარონ და ვინმე ნორმალური ვინგერი მოიყვანონ ელემენტარული კაცის მოტყუება რომ შეეძლოს

    რაფინიასგან რისი გამოწურვა შეიძლებოდა ის გამოწურა ფლიკმა და ისევ ჩაქრა. ბრაზილიიდან ხომ საერთოდ სირფინია დაბრუნდა. ამ ორისგან კაი თანხის აღება შეიძლება და ვინმე ნორმალურის მოყვანა, თუმცა მეტი არა ჩემი მტერი ამათმა ამას თავი მოაბან.
    თავი დავიმშვიდოთ ყველამ და ეს თამაში დავაბრალოთ თეთრ შორტებს, არაა ეს ბარსას ფერი.
    ფანი [?]
    #14 16 აპრილი 2025 01:50
    1
    ციტატა: MESSI 2017
    არაუხოსთვის ბოლო ჩემპიონთალიგური თამაში იყო იმედია ბარსას მაისურით და აღარასდროს დავინახავ ამ საზიზღრობას მოედანზე

    🤣არადა მე სუ შანს ვაძლევ სუ ვიძახი ეგ და კუბარსი უნდა გახდნენ მეთქი მარკესი+პუიოლი 🤣გასაკვირია ისე პასა კლუბში თამაშობს ტიპი და პასი როგორ ვერ დაამუღამა ამდენი წელი და შეცდომები მაგის ... (ნუ შეცდომები ვის არ მოსვლია)

    ფლიკმა მორჩა კინო დღეს ყველა ვგულაობთო 🤣
    წევრი [?]
    #13 16 აპრილი 2025 01:44
    5
    კარგია, რომ წავაგეთ. ღრუბლებში დაფრინავდნენ ბოლო პერიოდი აშკარად. უნდა შეახსენოს ამათ ფლიკმა, რომ ჯერ არაფერი დაუმტკიცებიათ, არაფერი მოუგიათ. როგორ ბრძოლობდა დურტმუნდის თითოეული ფეხბურთელი ყველა ბურთზე. აშკარად გვაჯობეს და 2-0 ზე, რომ არა ის ავტოგოლი, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. შეიძლება თამაში წააგო, დღეს წაგვეგო 2-0, 4-2, არ ვიცი..., მაგრამ ფეხბურთი ეთამაშათ, ებრძოლათ. 11 თამაში დარჩა ფინალის ჩათვლით, შეიძლება სეზონის ბოლოს 0 ტიტული გქვნდეს, ყველაფერი ხდება, მაგრამ დამანხონ რო იბრძოლეს, წაგების და მიუხედავად ტაში დავუკრა და არა ის, რაც დღეს იკადრეს. ბრძოლა მინდა ვნახო ამ გუნდისგან, თავდადება, სხვანიარად შედეგი არ მოდის და ეს უნდა გაითავისონ.

    • შჩესნი - ვერაფით გამაოცა დღეს, პენალი აიკიდა და აუღებელი ბურთიც ნამდვაილად არ აუღია.
    • ბალდე - ამ ეტაპზე აშკარად სჯობს მარტინს, მისი სისწრაფე დაგვჭირდება 1/2 ფინალში (მიუხედავდ იმისა, რომ ზოგჯერ უაზრო გადაწყვეტილებებს იღებს)
    • კუნდე - რამდენიმეჯერ უაზროდ ჩარჩა თამაშგარეში, ერთს პენალტი მოჰყვა, დაკარგვებიც ჰქონდა, პოზციურად რამდენიმჯერ მარტივად მოტყუვდა.
    • არაუხო - ის ჟინი და მონდომება, რაც მისი პლიუსი იყო, ეგეც აღარ აქვს. სამწუხაროა, რომ ეგეთი აღნაგობის მცველს, თავში ქატო უყრია. სამწუხაროდ ამ სტილით მოთამაშე ბარსელონაში მისი ადგილი არაა. როტაციისთვისაც კი არ გამოდგება.
    • ნახევარდაცვა - ყველაზე ცუდი ფერმინი იყო, ორი მომენტი ჰქონდა, ორიდან ერთის გამოყენების შემთვევაში ამთავრებდა ყველაფერს, ტყუილად არ გვანახებდნენ რეჟისორები მას სათადარიგო სკამიდან. დეიონგს დღეს ჰქონდა კარგი მომენტები და ასევე რამდენიმეჯერ სახიფათო ზონაში დაკარგა ბურთი. გავი მე პირადად მომეწონა, ის ნაპერწკალი მას ჰქონდა, ზომიერად ხისტიც იყო და აშკარად ფორმაში შედის ნელ-ნელა. ოლმო იმედია აკრეფს ფორმას, იმ დონეზე მაინც, რომ 45 წუთი მაინც მაღალ დონეზე ჩაატაროს, დიდი ძალაა ჩვენთვის.
    • თავდასხმა - იამლი 17 წლისაა, 17-ის! მაგრამ ესეთ მატჩებში უფრო უნდა მოინდომს, თამში შეუძლია ჩააგდოს ლეგანესთან, ხეტაფესთან, მაგრამ ლიგის 1/4 ფინალში არათუ ლამინს, არცერთს ეპატიება თამშის ჩაგდება და ძალების დაზოგვა. რაფინა სად დარბოდა თვითონაც ვერ გაიგო მგონი, ბურთთან ერთად საშინლად მოძრაობს და ეგ შეგრძენბა მარტო დღეს არ დამიტოვა (საუბარი მაქვს წინ სივრცე როცა აქვს, თითქოს არასწორ მიმართულებას იღებს). ლევანდოვსკი დღეს ცუდი არ იყო, (მიუხედად იმისა, რომ მომავლში ამ გუნდში ვეღარ ვხედავ) კუთხურებზეც ჩამოდიოდა, წინ არაფერი დაუშავებია განსაკუთრებული და დაკარგვაც ვერ შევამჩნიე, რომელსაც სახიფათო კონტრშეტევა მოჰყვა.

    იმედია ფლიკი შეაგნებინებს ამათ, რომ ასე სეირნობით არ გამოვა არაფერი და ფეხბურთს ითამშებენ. ფეხბურთს, რომელმაც ამ სეზონში დაგვაბრუნდა ტელევიზორებთან ისევ!
    Culé [?]
    #12 16 აპრილი 2025 01:42
    3
    ძალების დაზოგვით და 4-0 მოგების შემდეგ კონცენტრაციის ნაკლებობით ვითამაშეთ უბრალოდ, არაფერი საგანგაშო. იმის ფონზე, რომ ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაშია, იქაც ჰაი კლასის ჩვენებას ვერ მოვთხოვთ გუნდს, სადაც ეგ არაფერში გვჭირდება.
    Culé [?]
    #11 16 აპრილი 2025 01:35
    7
    არაუხოსთვის ბოლო ჩემპიონთალიგური თამაში იყო იმედია ბარსას მაისურით და აღარასდროს დავინახავ ამ საზიზღრობას მოედანზე
    Culé [?]
    #10 16 აპრილი 2025 01:34
    4
    ბარსამ ანგარიშზე ითამაშა და გადარჩა.
    ძალების დაზოგვა შეიმჩნეოდა, რომელსაც ბევრი შეცდომები მოყვებოდა.
    ცოტა იღბალიც რომ ყოფილიყო, ლევანას-იამალზე საგოლე იხსნებოდა და რაფოს მიაწოდა ან ფერმინის 4-5 მეტრიდან "შორაპანში" დარტყმა და კიდევ ბევრი მსგავსი. გაცეცხლებული და ალში გახვეულ გულშემატკივრების ზემოქმედების ქვეშ მოედანზე ყოფნა ცოტა დამაბნეველიც კი იყო. ბარსას გოლის (ავტო) შემდეგ პედრიმ რადიკალურად შეცვალა და დაალაგა თითქოს. რთული სეზონიდან გამომდინარე ვგულისხმობ ბოლო 8 თამაშს, ეს მე-5 იყო, რომელიც ზედიზედაა მიყრილი. შესაბამისად ლამინი გადაიწვა, და არა მატო ლამინი, თითქმის ყველა დამჯდარ ელემენტს უფრო ჰგავდა.
    მოკლედ ამ თამაშმა ბევრი მინუსი გამოავლინა, რაც ფლიკმა უნდა გაითვალისწინოს!
    გილოცავთ!
    visca barca, visca catalunya
    🔵🔴 ✊
    ფანი [?]
    #9 16 აპრილი 2025 01:34
    0
    ციტატა: jacky iakovenko
    ციტატა: araujo4
    პედრიზე დიდი ზეგავლენა ვინმეს ქონდეს თავის გუნდზე არამგონია. ფაქტია ცა და დედამიწა ვართ მაგ ბიჭთან და მაგის გარეშე. იგივე შეიძლება ითქვას ინიგოზე. მარტო დაცვითი ფუნქციებით არა, ასევე პასით, როგორც კუბარსს შეუძლია და არა არაუხოს, ასევე ლიდერული თვისებებით და თამაშგარეს ხაზს
    ეგ აკონტროლებს და მიუთითებს ხოლმე ყველას. ძალიან დიდი პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ, ყველაზე მეტად მაინც შესნის წალევების მეშინია და რაფინიას და იამალის ესე ფორმიდან ამოვარდნის. მაგათ გარეშე ძაან გაგვიჭირდება, ლევანდოვსკი ისედაც 10 დან 1-ს იტანს.კარგია რო ეხლა 2 მარტივი თამაში გვიწევს, იქნებ ისევ აღიდგინონ ძალები და ფორმა

    ფრენკი+ეგ+ოლმო ძაან ძაან ჟღერს და ფრენკიმ აკრიფა როგორც იქნდა ამ ოლმოს არადა არ ეშველა მოკლედ თორე ეგ 3 ხატავენ რა ნუ პედრი ცალკე განზომილებაა საერთოდ

    კი ფრენკი ძაან კარგ ფორმაში შევიდა. ოლმომ ვერა და ვერ აკრიფა რა. იქნებ აღარ მიიღოს ტრავმა და მაგან თუ ის ფორმა აკრიფა რაც სეზონის სტარტზე ქონდა დავიხატებით.

    იმედია რაფინია გაიტანს ლიგაზე თორე გირასიმ გადაასწრო ბომბარდირობაში 🤦🏻‍♂️
    ფანი [?]
    #8 16 აპრილი 2025 01:32