ოფიციალურად: რონალდ არაუხო საოპერაციოა

ოფიციალურად: რონალდ არაუხო საოპერაციოა

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი რონალდ არაუხო ოპერაციას გაიკეთებს. ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

დღეს არაუხო ბარსელონაში დაბრუნდა და კლუბის საწრთვნელ ბაზაზე სამედიცინო შემოწმების გასავლელად გამოცხადდა. როგორც გაირკვა, ურუგვაელ მცველს მარჯვენა ბარძაყის მყესი აქვს დაზიანებული, რაც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

არაუხოს ოპერაცია უახლოეს დღეებში ფინეთში ქალაქ ტურკუში ჩაუტარდება.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის უკანახაზელს დაახლოებით 4 თვე გაუცდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 ივლისი 2024 19:05
    2
    ანუ თითქმის ნახევარი სეზონი ოპერაცის მერე აღდგენითი პროცესი როგორ წავა არავინ იცის და რავიცი ამხელა გოლიათივით არის ყველაზე ძლიერია ბარსაში ფიზიკურად და მაინც სულ დამტვრეულია ეს შობელძაღლი
    წევრი [?]
    #3 15 ივლისი 2024 18:58
    3
    კიდე კაი ლანგლე დაბრუნდა 🤣🤣🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️
    [?]
    #2 15 ივლისი 2024 18:47
    3
    შეგვეტენა უმტიტივით. იმის ნაბიჯები გაიარა. ჯერ კარგი იყო, დაცვის ლიდერი, მერე ხელფასზე აწუწუნდა აურია, მერე ნაკრებმა დაღუპა. ამასაც ლეჩეში ამოხდება სული
    Culé [?]
    #1 15 ივლისი 2024 18:39
    4
    Vin dagvwyevla dzmao sagol ra. Amis gayidvasac ver movaxerxebt am zafxuls da moraluradac ar viqnebit swori. Iqet wels kide 50 tu mogvces saqmea...karoche ra