ტებასი ბარსას ფინანსურ კრიზისზე: საუკეთესო ფეხბურთელები გაყიდონ

ტებასი ბარსას ფინანსურ კრიზისზე: საუკეთესო ფეხბურთელები გაყიდონ

ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის აზრით, "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების მოგვარება საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვით შეუძლია.

როგორც ის ამბობს, ვარსკვლავების სხვა გუნდში გაშვებით კლუბი შვებას იგრძნობდა და უამრავ საკითხს გადაჭრიდა.

"ბარსელონა" ამ სიტუაციას დაძლევს. მათ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე ვარიანტი აქვთ. მაგალითად, ლაპორტას შეუძლია, რომ საკუთარ გუნდში არსებული 2-3 ვარსკვლავი გაყიდოს, რის ხარჯზეც კლუბს ფინანსური კრიზისის დასტაბილურება შეეძლება. თუ ისინი ამ ხერხს მიმართავენ, მაშინ გამომუშავებული თანხით ვალებსაც დაფარავენ და ფეხბურთელების ხელფასებსაც შესაბამისად გადაიხდიან.
"ბარსელონა" არის კლუბი, რომელიც თითქმის მილიარდს შოულობს, მაგრამ ყველაფერი ასე არ ხდება, რადგან ჩვენი ფინანსური ვალდებულებების წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. 

- ამბობს ხავიერ ტებასი.

"ბარსელონასთან" დაკავშირებული ვებგვერდის, Barcablaugranes-ის აზრით, ფაქტი, რომ ლა ლიგის პრეზიდენტი ლაპორტას საუკეთესო ფეხბურთელების გაშვებას სთავაზობს, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ტებასი კატალონიური კლუბის საწინააღმდეგოდაა განწყობილი.

სხვათა შორის, ხავიერ ტებასმა წლების წინ საჯაროდ აღიარა, რომ მადრიდის "რეალის" დიდი გულშემატკივარია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 2 მარტი 2024 15:09
    5
    ამის და პერესის გასვენებას მოგვასწრო რა
    ფანი [?]
    #1 2 მარტი 2024 14:56
    8
    ტებას დამასკდი აგერ
    --------------------
    Quality without results is pointless.
    Results without quality is boring.
    -Johan Cruyff