სიტუაცია დამძიმდა - ოფიციალური ინფორმაცია გავის ტრავმაზე

სიტუაცია დამძიმდა - ოფიციალური ინფორმაცია გავის ტრავმაზე

რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" გავის ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

დღეს ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ სიტუაცია იმაზე მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს ჯვარედინი იოგების გაწყვეტის გარდა მენისკიც დაზიანებული აქვს.

გავის ოპერაცია უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.

As-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით გავის 7-დან 9 თვემდე გაუცდება. ეს ნიშნავს, რომ მისთვის სეზონიც დამთავრებულია და ფეხბურთელი ვერც ევროპის ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე ითამაშებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #2 20 ნოემბერი 2023 16:44
    4
    ფელიში ლევანდოვსკი რაფინია
    დე იონგი გიუნდოგანი პედრი
    ბალდე არაუხო კუნდე კანსელო
    შტეგენი
    ეს შემადგენლობა რო გვყავდეს გადამწყვეტ მატჩებში წინააღმდეგობას გავუწევთ ნებისმიერ გუნდს ჩემი აზრით❤️❤️
    Culé [?]
    #1 20 ნოემბერი 2023 16:41
    11
    მაგარი უიღბლობა აეკიდა ამ გუნდს იმედია მალე წავა ეს პერიოდი.გავი ისეთი ჟილკიანია არამგონია დანებდეს ფატივით სუსტი არ არის.