ბარსელონას სურს, რომ ვიტორ როკე კატალონიაში დეკემბერში ჩავიდეს
იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი და ჯერ კიდევ უცნობია, შეძლებს თუ არა "ბარსელონა" ბრაზილიელი ტალანტის, ვიტორ როკეს ლა ლიგაში დარეგისტრირებას.
Sport-ის ჟურნალისტის, ჟოაკიმ პიერას ინფორმაციით "ბარსელონას" სურს, ვიტორ როკე კატალონიაში ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულების, ანუ 6 დეკემბრის შემდეგ ჩავიდეს. ის ერთი თვის განმავლობაში ადაპტაციის პერიოდს გაივლის და იანვარს უფრო მომზადებული შეხვდება. თუმცა ამისთვის ლა ლიგის ნებართვაა საჭირო.
"ბარსელონა" ჩქარობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ფინანსები წესრიგში მოიყვანოს და ლა ლიგისგან ვიტორ როკეს იანვარში დარეგისტრირების უფლება მიიღოს. კატალონიური წყაროს ცნობით კატალონიური კლუბის წარმომადგენლები და თავად ბრაზილიელი ფეხბურთელი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 33 ]