ბარსელონა 5-0 ბეტისი | ჟოაუების გოლები, ფერანის ჯარიმა და ჩავის ხელში პირველად: 4-ზე მეტი გოლი ლა ლიგაში

ბარსელონა 5-0 ბეტისი | ჟოაუების გოლები, ფერანის ჯარიმა და ჩავის ხელში პირველად: 4-ზე მეტი გოლი ლა ლიგაში

"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-5 ტურში "ბეტისი" 5-0 გაანადგურა.

"ბარსამ" ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა - ორიოლ რომეუს ჩაწოდების შემდეგ ჟოაუ ფელიშმა ბრწყინვალედ ითამაშა, მეკარე მოატყუა და ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

ამ მომენტიდან 7 წუთში ანდრეას კრისტენსენის გადაცემა ფელიშმა დიდებულად გაატარა, რისი წყალობითაც რობერტ ლევანდოვსკი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაზარდა.

ერთი საგოლე შანსი "ბეტისსაც" ჰქონდა, მაგრამ ვილიან ჟოზეს დარტყმა ტერ შტეგენმა მოიგერია - მეტოქემ ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა გერმანელმა ბრწყინვალე სეივი განახორციელა. 

მეორე ტაიმში "ბარსელონამ" მოწინააღმდეგე წალეკა. 62-ე წუთზე, სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებულმა ფერან ტორესმა ჯარიმა გაიტანა - აღსანიშნავია, რომ "ბარსას" ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც საჯარიმო დარტყმით გაიტანა, ლეო მესი იყო (2021 წლის 2 მაისს, "ვალენსიას" კარში).

მალევე, შეცვლაზე შემოსულმა რაფინიამ კატალონიელთა უპირატესობა 4-მდე გაზარდა, 81-ე წუთზე კი ჟოაუ კანსელუმ, რომელმაც დიდებული მატჩი ჩაატარა, შესანიშნავი მოძრაობებით მეტოქე ჩამოიშორა და "ბარსაში" სადებიუტო გოლი გაიტანა - 5-0

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჟოაუ ფელიში დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონამ" ჩავის ხელში ლა ლიგის ეგიდით 4-ზე მეტი გოლი პირველად გაიტანა. 

ფეხბურთელთა შეფასებები Sofascore-ის მიხედვით:

ამჟამად "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატში 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მაგრამ უახლოეს მდევარ "რეალ მადრიდს", რომელსაც 12 ქულა აქვს, მე-5 ტურში ჯერ არ უთამაშია. ამ ტურში მოგების შემთხვევაში პირველი ადგილის მოპოვება "ჟირონასაც" შეუძლია, რომელსაც 10 ქულა აქვს.

"ბარსა" მომდევნო ტურში ვიგოს "სელტას" (23 სექტემბერი) დაუპირისპირდება, თუმცა მანამდე კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგაზე"ანტვერპენის" წინააღმდეგ (19 სექტემბერი) ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ელით.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #18 17 სექტემბერი 2023 01:20
    4
    Frenkie de Jong_, ფერანზე მეც მაგას ვიძახდი ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე რომ ძალიან ზე დონეს დადებსთქო და ადუმებს კიდეც ჰეითერებს😂😂
    გულშემატკივარი [?]
    #17 17 სექტემბერი 2023 01:20
    7
    უნდა ვთქვა რომ ორიოლ რომეუ სასიამოვნოდ მაოცებს, თითქოს არ ჩანს მაგრამ ძალიან კარგად თამაშობს
    --------------------
    ”Everybody believes in something... Most of all, we should believe in ourselves.” — Novak Djokovic
    Culé [?]
    #16 17 სექტემბერი 2023 01:20
    1
    ციტატა: BarcaFan❤💙
    ციტატა: Rick Sanchez
    ციტატა: BarcaFan❤💙
    ციტატა: Amo
    ჰა აბა რა ხდება ისევ იმ აზრზრ ვართ რომ ხავი აზრზე არაა ან იქნებ ისევ ფიქრობს ვინმე რომ ჟოაუები არ გაამართლებენ....ხუმრობა იქით იყოს და ვაბშე სხვა ბარსა იყო დღეს თან გიუნდოგანის და პედრის გარეშე

    ბეტისთან და ვილიარელთან სულ ასე ვთამაშობდით კუმანის და სეტიენის ხელის. კი მთავარია რომ 6-7 თამაში გადავაბათ ასეთი ფეხბურთი და ხდტაფეს ნაირ გუნდებთან ამ თამაშის 50% მაინც ვაჩვენოთ და საბოლ6შეეშვას ამ რომეუს ჩატენვას ძირითადში და 4 3 3 დააყენოს ფელიშით და ფერანით

    გოლები ბევრი გადიოდა მაგრამ ასე კომბინაციურად, ტექნიკურად თამაშობდნენ? ეს მატჩი ხელოვნების ნიმუში იყო, რაღაც ბრაზილიური და ესპანური ფეხბურთია ნაზავი.

    სწორედაც რომ ეგეთი ჰოლები გადიოდა ჩავის ნაღდად არ ვაკრიტიკებ და პირიქით მომეწონა რომ ჩაწოდებიდან მარტო 1 გოლი გავიტანეთ და დანარჩენ სიტუაციებში კომბინაციებით ურტყამდნენ მაგრამ ერთი თამაშით არ უნდა იყოს კმაყოფილი შეიძლება 1-0 ნოვიგოთ მაგრამ ასეთი კომბინაციები თუ იქნება შარშანდელ ჩაწოდებებით გატანილ 5 გოლს აჯობებს

    ერთი თამაშით არც უნდა გამოიტანოს არავინ დასკვნები. უბრალოდ ახალწვეულებით გაძლიერებული ეს შემადგენლობა და დღევანდელი ლამაზი თამაში გვაძლევს იმედს და წინათგრძნობას, რომ მომავალში ასე სანახაობრივად ათამაშებს ჩავი ბარსელონას.
    გულშემატკივარი [?]
    #15 17 სექტემბერი 2023 01:20
    2
    ჰაილაითებს ვუყურე,თამაშის ყურებას რაგბის ყურება ვამჯობინე 😂👌(ეხ ფეხბურთს რამდენი აკლია რაგბიმდე 🥴) ხოდა კანსელუ ამათ ადრევე უნდა ეყიდათ რა
    ფანი [?]
    #14 17 სექტემბერი 2023 01:17
    2
    ორი ჟააო ორივე პორტუგალიელი, ორივემ დუბლი…

    ფერანზე კი დავწერე ზაფხულში მგონია რო წელს დონეს დადებს თქო, არ ვიცი მარა ასე მგონია, რაღაც ფსიქოლოგიურად ზეეეე გაიჩითა უცებ.
    გულშემატკივარი [?]
    #13 17 სექტემბერი 2023 01:16
    2
    ციტატა: Rick Sanchez
    ციტატა: BarcaFan❤💙
    ციტატა: Amo
    ჰა აბა რა ხდება ისევ იმ აზრზრ ვართ რომ ხავი აზრზე არაა ან იქნებ ისევ ფიქრობს ვინმე რომ ჟოაუები არ გაამართლებენ....ხუმრობა იქით იყოს და ვაბშე სხვა ბარსა იყო დღეს თან გიუნდოგანის და პედრის გარეშე

    ბეტისთან და ვილიარელთან სულ ასე ვთამაშობდით კუმანის და სეტიენის ხელის. კი მთავარია რომ 6-7 თამაში გადავაბათ ასეთი ფეხბურთი და ხდტაფეს ნაირ გუნდებთან ამ თამაშის 50% მაინც ვაჩვენოთ და საბოლ6შეეშვას ამ რომეუს ჩატენვას ძირითადში და 4 3 3 დააყენოს ფელიშით და ფერანით

    გოლები ბევრი გადიოდა მაგრამ ასე კომბინაციურად, ტექნიკურად თამაშობდნენ? ეს მატჩი ხელოვნების ნიმუში იყო, რაღაც ბრაზილიური და ესპანური ფეხბურთია ნაზავი.

    სწორედაც რომ ეგეთი ჰოლები გადიოდა ჩავის ნაღდად არ ვაკრიტიკებ და პირიქით მომეწონა რომ ჩაწოდებიდან მარტო 1 გოლი გავიტანეთ და დანარჩენ სიტუაციებში კომბინაციებით ურტყამდნენ მაგრამ ერთი თამაშით არ უნდა იყოს კმაყოფილი შეიძლება 1-0 ნოვიგოთ მაგრამ ასეთი კომბინაციები თუ იქნება შარშანდელ ჩაწოდებებით გატანილ 5 გოლს აჯობებს
    წევრი [?]
    #12 17 სექტემბერი 2023 01:16
    1
    davidus2020, პირველ ტაიმში ეგ ეწერა შტეგენს როცა აბსოლუტურად მკვდარი ბურთი გამოიღო
    Culé [?]
    #11 17 სექტემბერი 2023 01:15
    0
    ციტატა: davidus2020
    Rick Sanchez, რატო 6.9? 7.5წერია!

    პირველი ტაიმის შემდეგ დავწერე ეგ მეგობარო. მაშინ 6.9 ეწერა.
    Culé [?]
    #10 17 სექტემბერი 2023 01:12
    1
    Rick Sanchez, რატო 6.9? 7.5წერია!
    Culé [?]
    #9 17 სექტემბერი 2023 01:11
    1
    ციტატა: BarcaFan❤💙
    ციტატა: Amo
    ჰა აბა რა ხდება ისევ იმ აზრზრ ვართ რომ ხავი აზრზე არაა ან იქნებ ისევ ფიქრობს ვინმე რომ ჟოაუები არ გაამართლებენ....ხუმრობა იქით იყოს და ვაბშე სხვა ბარსა იყო დღეს თან გიუნდოგანის და პედრის გარეშე

    ბეტისთან და ვილიარელთან სულ ასე ვთამაშობდით კუმანის და სეტიენის ხელის. კი მთავარია რომ 6-7 თამაში გადავაბათ ასეთი ფეხბურთი და ხდტაფეს ნაირ გუნდებთან ამ თამაშის 50% მაინც ვაჩვენოთ და საბოლ6შეეშვას ამ რომეუს ჩატენვას ძირითადში და 4 3 3 დააყენოს ფელიშით და ფერანით

    გოლები ბევრი გადიოდა მაგრამ ასე კომბინაციურად, ტექნიკურად თამაშობდნენ? ეს მატჩი ხელოვნების ნიმუში იყო, რაღაც ბრაზილიური და ესპანური ფეხბურთია ნაზავი.
    Culé [?]
    #8 17 სექტემბერი 2023 01:11
    2
    შემტევებმა დახატეს რასაც ქვია, ტორესმა უმაგრესი ჯარიმა შეაგდო, დრო მოვიდა უკვე რომ კარგი დამრტყმელი გვყავდეს და იქნება ტორესი იყოს ეგ კაცი, ფელიქსს ძალიან კარგი თამაში ჰქონდა, ასევე კანსელუს. ორივე კარგი დანამატია. იამალს ცოტა უფრო რომ მოუფრთხილდნენ ცუდი არ იქნება, 16 წლისაა რაც არ უნდა იყოს. საერთო ჯამში თამაშების მესამედს მაინც თუ ასეთ დონეზე ჩაატარებენ ხავის საერთოდ აღარ გავაკრიტიკებ არასანახაობრივი ფეხბურთის თამაშისთვის.
    გულშემატკივარი [?]
    #7 17 სექტემბერი 2023 01:09
    2
    ციტატა: Amo
    ჰა აბა რა ხდება ისევ იმ აზრზრ ვართ რომ ხავი აზრზე არაა ან იქნებ ისევ ფიქრობს ვინმე რომ ჟოაუები არ გაამართლებენ....ხუმრობა იქით იყოს და ვაბშე სხვა ბარსა იყო დღეს თან გიუნდოგანის და პედრის გარეშე

    ბეტისთან და ვილიარელთან სულ ასე ვთამაშობდით კუმანის და სეტიენის ხელის. კი მთავარია რომ 6-7 თამაში გადავაბათ ასეთი ფეხბურთი და ხდტაფეს ნაირ გუნდებთან ამ თამაშის 50% მაინც ვაჩვენოთ და საბოლ6შეეშვას ამ რომეუს ჩატენვას ძირითადში და 4 3 3 დააყენოს ფელიშით და ფერანით
    Culé [?]
    #6 17 სექტემბერი 2023 00:59
    7
    ჩავი თუ მატჩების უმრავლესობას ასე ათამაშებს გუნდს, აღარაფერს აღარ დავწერ მასზე კრიტიკულს.
    Amo
    ახალბედა [?]
    #5 17 სექტემბერი 2023 00:49
    6
    ჰა აბა რა ხდება ისევ იმ აზრზრ ვართ რომ ხავი აზრზე არაა ან იქნებ ისევ ფიქრობს ვინმე რომ ჟოაუები არ გაამართლებენ....ხუმრობა იქით იყოს და ვაბშე სხვა ბარსა იყო დღეს თან გიუნდოგანის და პედრის გარეშე
    Culé [?]
    #4 17 სექტემბერი 2023 00:38
    2
    ხატავენ ბიჭო ხატავენნ
    წევრი [?]
    #3 17 სექტემბერი 2023 00:06
    7
    Rick Sanchez, იმენა ნახევარ მსოფლიოს არ უნდა იმის დაჯერება არაფრის დიდებით რომ ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და რას არ აჩალიჩებენ ტიპები ეს რომ რეალის რომელიმე მეკარეს ექნა ხვალ იმას ოქროს ბურთს მისცემდნენ და ისტორიაში საუკეთესოდ დასაახელებდნენ
    გულშემატკივარი [?]
    #2 17 სექტემბერი 2023 00:06
    1
    ლევანდოვსკის და რომეუს ფელიშზე მეტი აქ შეფასება🤡
    Culé [?]
    #1 16 სექტემბერი 2023 23:59
    12
    ტერ შტეგენს 6.9? ის ბურთი ტ*აკიდან კურტუამ გამოიღო?