ბარსელონა 7 საყრდენ ნახევარმცველს აკვირდება | ჟერარ რომერო

ბარსელონა 7 საყრდენ ნახევარმცველს აკვირდება | ჟერარ რომერო

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონას" დატოვებს, კატალონიური კლუბისთვის საყრდენი ნახევარმცველის შეძენა პრიორიტეტად იქცა.

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" შვიდ ფეხბურთელს აკვირდება.

აღსანიშნავია, რომ ბუსკეტსის შეცვლის კანდიდატებს შორის არაა იოზუა კიმიხი, რომელიც "ბარსას" ბოლო პერიოდში დაუკავშირეს.

მარტინ სუბიმენდი - მთავარ სამიზნედ კვლაც მარტინ სუბიმენდი რჩება, რომელიც ჩავი ერნანდესისა და ბორდის რჩეულია. "რეალ სოსიედადი" მის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს.

გვიდო როდრიგესი - "ბარსა" სუბიმენდის ალტერნატივად გვიდო როდრიგესს განიხილავს. ჩავი ერნანდესს არგენტინელი მოსწონს, მაგრამ ხელმძღვანელობას ფეხბურთელის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება.

არტურ ვერმეერენი - კლუბი ერთ-ერთ ვარიანტად "ანტვერპენის" 18 წლის ნახევარმცველს, არტურ ვერმეერენსაც განიხილავს.

რუბენ ნევეში - ჟოან ლაპორტას ფავორიტი რუბენ ნევეშია, რადგან პრეზიდენტს პორტუგალიელის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან კარგი ურთიერთობა აქვს.

სოფიან ამრაბატი - "ბარსელონა" არც სოფიან ამრაბატის კანდიდატურას ივიწყებს, თუმცა მაროკოელი ფავორიტებს შორის არაა.

ნ'გოლო კანტე - ბოლო პერიოდში კატალონიურ კლუბს "ჩელსის" საყრდენი ნ'გოლო კანტეც შესთავაზეს, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.

ორიოლ რომეუ - "ბარსელონას" "ჟირონას" 31 წლის ნახევარმცველი ორიოლ რომეუც დაუკავშირეს, თუმცა მისი შეძენის შანსები ყველაზე მცირეა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 Thursday, 18:55
    6
    რუბენ ნევეში - ჟოან ლაპორტას ფავორიტი რუბენ ნევეშია, რადგან პრეზიდენტს პორტუგალიელის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან კარგი ურთიერთობა აქვს.
    ჩავიმ ნევეში არ მჭირდებაო და ლაპორტას უნდა იმიტომ რო მის აგენტთან კარგი ურთიერთობა აქვს?
    როდის უნდა გადაეჩვიოთ ხალხო ამ ქართულ-ჯიგრულ პონტში ლაპარაკს, ეს ევროპაა და ყველას ყველა კიდია ფეხებზე. არაფერი პირადი მხოლოდ ბიზნესი, აი ეს არის მათი დევიზი. ეს საქართველოში მოსულა ძმაკაცურად საქმეების კეთება და ისიც უკვე ნელ-ნელა კარგავს აზრს, იმიტომ რო სრული აბსურდია. ასე ვერც ქვეყანა აშენდება და ვერც საფეხბურთო კლუბი. ასევე საინტერესოა 7 კანდიდატიდან რომელს გასწვდება ბარსას ბიუჯეტი, და ბუსკეტსის ადგილზე 18 წლის ვინმე არტურ ვერმეერენი რამეს მიაღწევს, მსოფლიო მასშტაბის ნახევარმცველს 18 წლის ბავშვით ვანაცვლებთ? ესეთი ხო პედრიც და გავიც გვყავს.