ჟორდი ალბა ბარსელონას ტოვებს

ჟორდი ალბა ბარსელონას ტოვებს

ჟორდი ალბა სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს - ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანელი ჟურნალისტები და ფაბრიციო რომანო ადასტურებენ. 

ჟერარ რომეროს ცნობით, 34 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონის ხელფასსა და გადავადებული ხელფასის 50%-ზე უარს ამბობს, რომელიც კლუბს მისთვის 2024 წლამდე, კონტრაქტის ამოწურვამდე, უნდა გადაეხადა. 

ალბა გულშემატკივრებს კვირას "კამპ ნოუზე" "მალიორკასთან" გასამართი მატჩის შემდეგ დაემშვიდობება.

როგორც ჟერარ რომერო იტყობინება, "ბარსელონა" ალბას წასვლას უახლოეს წუთებში ან საათებში დაადასტურებს.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    წევრი [?]
    #1 Wednesday, 14:14
    17
    რეალურად ყველა დროის ტოპ 10 მარცხენა მცველში ღირსეულად შედის ალბა.

    ძალიან დიდი მადლობა ალბას ერთგულებისთვის, თავდადებისთვის და ყოველთვის ბოლომდე გარჯისთვის!