მანჩესტერ იუნაიტედს დე იონგისა და არაუხოს შეძენა სურს

მანჩესტერ იუნაიტედს დე იონგისა და არაუხოს შეძენა სურს

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ორი ფეხბურთელის შეძენით ინტერესდება.

Mundo Deportivo El País-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ინგლისურ კლუბს ფრენკი დე იონგისა და რონალდ არაუხოს დამატება სურს. "იუნაიტედი" ზაფხულში გუნდის გასაძლიერებლად 500 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს და ფულს არც "ბარსას" ფეხბურთელებში დაიშურებს.

წყაროს თანახმად, "წითელი ეშმაკები" იმედოვნებენ, რომ "ბარსელონა" რონალდ არაუხოს დარეგისტრირებას ვერ მოახერხებს და მას ხელში უფასოდ ჩაიგდებენ, დე იონგის სანაცვლოდ კი ისინი თანხის გადახდისთვის მზად არიან. "მანჩესტერს" ნიდერლანდელის შეძენა გასულ სეზონშიც სურდა და მისთვის მომავალ ზაფხულშიც იბრძოლებს.

ჩავი ერნანდესისთვის ორივე ფეხბურთელი ფუნდამენტური მნიშვნელობისაა და მათ გაშვებას არ განიხილავს. კლუბი მიიჩნევს, რომ არაუხოს დარეგისტრირებაზე პრობლემა არ შეექმნება, შესაბამისად, ურუგვაელსაც, დე იონგის მსგავსად, კლუბთან 2026 წლამდე ექნება ხელშეკრულება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #1 22 მაისი 2023 11:43
    8
    ტენნჰაგს წამოარტყით მაგ მელოტ თავზე