ლუის სუარესი იუბილარია!

ლუის სუარესი იუბილარია!

დღეს, 24 იანვარს, "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, ლუის სუარესს, 36 წელი შეუსრულდა.

სუარესი "ბლაუგრანაში" 2014-2020 წლებში თამაშობდა. ლუისმა "ბარსაში" დიდი კვალი დატოვა, გახდა რა კატალონიური კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირი. ურუგვაელი ლეგენდის "ბარსელონური" კარიერა 284 მატჩს, 198 გოლსა და 113 ასისტს მოითვლის.

სუარესმა "ბარსელონასთან" ერთად 13 ტიტული მოიგო - 1 ჩემპიონთა ლიგა, 4 ლა ლიგა, 4 ესპანეთს თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა პროფესიონალური კარიერა "ნასიონალში" დაიწყო, რის შემდეგაც იგი "გრონინგენში" გადავიდა. ლუისის მესამე კლუბი "აიაქსი" იყო, საიდანაც მან "ლივერპულს" მიაშურა. სუარესი "ბარსაში" სწორედ "ლივერპულიდან" მოხვდა. "ბლაუგრანას" შემდეგ "ელ პისტოლერო" მადრიდულ "ატლეტიკოში" გადაბარგდა, შემდეგ კი ცოტა ხნით მშობლიურ "ნასიონალში" დაბრუნდა. სუარესი ამჟამად ბრაზილიის მეორე დივიზიონის გუნდში "გრემიოში" ირიცხება.

"ბარსელონას", რა თქმა უნდა, სუარესის დაბადების დღე არ გამოჰპარვია. კატალონიურმა კლუბმა ლეგენდას იუბილე სოციალურ ქსელ Instagram-ზე მიულოცა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 24 იანვარი 2023 21:06
    7
    კუმანის დედა*ევეცი ეს რო გაუშვა მაგარი *ლეობაა ამას რო უშვებ და ბრეითვეითს 9 ნომერს აძლევ . ტიპი ბარსას და ლალიგის საუკეთესო ცხრიანი იყო და ლალიგის ბომბარდირების ტოპ10ში არაა ამ *ლეების გამო🤦
    Culé [?]
    #1 24 იანვარი 2023 21:01
    6
    ჯეკასთანა 9 ბარსას არ ყოლია! 🎂