მესის პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს | ჟერარ რომერო

ჟერარ რომერო ლიონელ მესის მომავლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ესპანელი ჟურნალისტის ცნობით, ამ მომენტისთვის არგენტინელს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. "ლა პულგამ" აზრი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ შეიცვალა.
რომეროს თქმით, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მესი აუცილებლად "ბარსელონაში" დაბრუნდება. მისი მომავალი ნებისმიერი სცენარით შეიძლება განვითარდეს. თუმცა, ჟურნალისტი დასძენს, რომ კატალონიურმა კლუბმა ლეოს გარემოცვასთან ურთიერთობა გამოასწორა.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არგენტინელი პსჟ-სთან შეთანხმებული იყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 27 ]