არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია!

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია!

არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი ისტორიაში მესამედ მოიგო.

ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა - დემბელეს მიერ დი მარიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ლიონელ მესიმ გოლად აქცია და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც გოლი მუნდიალის ყველაზე ეტაპზე გაუტანია; საფრანგეთმა არგენტინას ვერაფერი დაუპირისპირა და შესანიშნავი კონტრშეტევის შემდეგ, 36-ე წუთზე დი მარიამ თავისი გუნდის უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდა.

თამაშს მეორე ტაიმშიც არგენტინა აკონტროლებდა, თუმცა შეტევებში ისე ხშირად აღარ მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის თამაშს მატჩის შემომტრიალებლისა არაფერი ეტყობოდა, კილიან მბაპემ მე-80 წუთზე პენალტით 1 ბურთი გაქვითა, ერთი წუთის შემდეგ კი ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.

მეორე დამატებით ტაიმში, 109-ე წუთზე ლეო მესიმ არგენტინა კვლავ წინ გაიყვანა და მსოფლიო ჩემპიონობას ისევ მიუახლოვდა, მაგრამ მბაპემ პენალტით წონასწორობა კვლავ აღადგინა და მატჩი 3-3 დასრულდა.

პენალტების სერიაში არგენტინამ 4-2 მოიგო - "ალბისელესტეს" მხრიდან თერთმეტმეტრიანები ლიონელ მესიმ, პაულო დიბალამ, ლეანდრო პარედესმა და გონსალო მონტიელმა გაიტანეს, ფრანგთა რიგებში კი თავიანთი დარტყმები კილიან მბაპემ და რანდალ კოლო მუანიმ გამოიყენეს, კინგსლი კომანს ემილიანო მარტინესმა აუღო, ორელიენ ჩუამენიმ კი ააცილა.

შესაბამისად, ლიონელ მესის ოცნება ახდა - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია. "ალბისელესტემ" ტურნირი მესამედ მოიგო: 1978, 1986 და აწ უკვე 2022 წლებში. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 36 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #16 18 დეკემბერი 2022 22:34
    14
    მეგობრული რჩევა ვინმე მესის შედარებაას რომ დაგიწყებთ უბრალოდ გაიღიმეთ😀👌🏼
    ფანი [?]
    #15 18 დეკემბერი 2022 22:30
    5
    ახლა არ არის მაგის დრო მაგრამ ფერნანდესზე ტყვილად არ ვიოცნებოთ. არ არის დღეს ფერნანდესის გაქანებუს გუნდი. ჯობია ეგეთ ფეხბურთელებს ცოტა ადრე მიაქციო ყურადღება და ესპანეთის იქით გაიხწდონ გინდა ლაპორტამ და გინდათ ხავიმ. ენცოს ყიდვა 10 ლიმონად შეიძლებოდა. ესენი ზაფხულში 50 გადაიხდიან საშვუალო ფეხბურთელ სუბიმენდში.
    Culé [?]
    #14 18 დეკემბერი 2022 22:26
    7
    გილოცავთ არგენტინის გულშემატკივრებს! ნეიტრალური გულშემატკივრის შეხედულებით, უმაგრესი თამაში იყო, ვისიამოვნე ფეხბურთით. ფინალებს ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფერო ახლავთ და თავის თავად განსაკუთრებული ფეხბურთიც. ამ თამაშმა უბრალოდ კიდევ ერთხელ გამახსენა თუ როგორ მომენატრა ბარსელონას ხილვა საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში 😃
    --------------------
    #infinit8iniesta
    ფანი [?]
    #13 18 დეკემბერი 2022 22:21
    8
    გილოცავთ თითოეულ არგენტინის გულშემატკივარს ჩემი თამადობით ცრემლები მომდიოდა მთლიანი პენლების სერიის და არამარტო პენლების სერიის დროს Vamos Argentinaaa!!!!🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷
    გულშემატკივარი [?]
    #12 18 დეკემბერი 2022 22:20
    8
    ვაჰ, აი ამას რო ვერ მოეგო, არვიცი, ეკუთვნოდა რა...............
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 18 დეკემბერი 2022 22:20
    6
    ტიპმა დარქ სოულსი დახურა 10 hp ზე :დდდდ ბრავო ღმერთსი
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    [?]
    #10 18 დეკემბერი 2022 22:19
    4
    final mission paased
    ფანი [?]
    #9 18 დეკემბერი 2022 22:19
    15
    აი ხო შეიძლებოდა 3-2 მორჩენოდა და ყველაფერი მარტივად და ლამაზად დასრულებულიყო მარა არა, მბაპეს ჰეთთრიქი და პენალტების სერია..არ ვიცი არ ვიცი, ძაან დიდი დრამატურგია ვნახეთ, ამაზე დიდი ნერვების წყვეტა ნუ გენახოთ ცხოვრებაში.
    ყოველ წამს პირჯვარს ვიწერდი და ყოველ გოლზე ცრემლი არ შემშრია.
    ემილიანო დღეიდან ჩემი კუმირი მეკარეა, არგენტინა კი ყველაზე ყვერებიანი გუნდი ვინც კი ოდესმე მინახავს.
    78ზე გაგიტანონ, 81ზე გაგითანაბრონ, შოკში ჩაგაგდონ, როგორღაც შეინარჩუნო ეგ ანგარიში და მერე დაჟე აქეთ მაინც წაუყვანო ანგარიში..ეს არის რაღაც ფსიქოლოგიური სასწაული, თან აშკარად ეტყობოდათ რო აღარ შეეძლოთ ფიზიკურად და როგორ გაქაჩეს რო არ მოკვდნენ, ვახ, ამათი წყალი გადმოსხმოდეს ბარსასაც და მერე დაუმარცხებლები ვიქნებით.
    მესიზე - უკომენტაროდ!
    Culé [?]
    #8 18 დეკემბერი 2022 22:18
    9
    კიდე ვერ ვიჯერებ 😭
    მწერალი [?]
    #7 18 დეკემბერი 2022 22:18
    8
    გილოცავთ ძმებო, მეფემ მეფერურად მოიგო ეს ტიტული, ჩვენმა მეფემ 😍😍😍
    ფანი [?]
    #6 18 დეკემბერი 2022 22:16
    13
    1) ღმერთი არსებობს. 2) მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. 3) ლაპორტა შენ ოჯახს შ... ესცა ყველამ ვინც დღეს გახარებულია მაოფლიოში. დღეს გამოსწორდა ორი დიდი უსამართლობა, ყველა დროის საუკეთესომ მოიგო ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული და ამაზე დიდი უსამართლობა იყო რომ მესის რომელიმე ფეხბურთელს ჯობდეს მხოლოდ ერთი ოქროს ბურთით. ესეც 100% გამოსწორებულია.
    Culé [?]
    #5 18 დეკემბერი 2022 22:15
    9
    ეს დღე არასდროს დამავიწყდება რა მატჩი ვნახეთ ეს!
    Culé [?]
    #4 18 დეკემბერი 2022 22:11
    10
    დახურა ფეხბურთი მესიმ. საუკეთესოა ოფიციალურად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 დეკემბერი 2022 22:11
    6
    გილოცააავთ💙💙💙💙💙💙💙💙💙მესი ჩემპიონია.
    დახურა ფეხბურთი..............
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #2 18 დეკემბერი 2022 22:09
    8
    გილოცავთ ყველასს 🥰🥰 ესე ცხოვრებაში არასდროს მინერვიულია. რამდენ რამეს ვგრძნობ ერთად რომ იცოდეთ...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 დეკემბერი 2022 22:08
    8
    ნეიტრალური მაყურებლისთვის ეს თამაში კანფეტი იყო და მე ნერვი არ შემრჩა. ოცნებაც ახდა და ყველა კითხვის ნიშანსაც ძაან დიდი პასუხი გაეცაააა, მორჩა.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"