ესპანეთის ნაკრებმა კოსტა რიკა 7-0 გაანადგურა

ესპანეთის ნაკრებმა კოსტა რიკა 7-0 გაანადგურა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ესპანეთსა და კოსტა რიკას შორის E ჯგუფში გამართული შეხვედრა, რომელშიც "ფურია როხამ" მეტოქე 7-0 დაამარცხა.

ლუის ენრიკეს გუნდის მხრიდან გოლები დანი ოლმომ, მარკო ასენსიომ, ფერან ტორესმა (2), გავიმ, კარლოს სოლერმა და ალვარო მორატამ გაიტანეს. მეორე გოლისას ჟორდი ალბამ ასისტი მიითვალა. 

გავის გოლი ულამაზესი გამოდგა და ამასთან, ის ყველაზე ახალგაზრდა (18 წლისა და 110 დღის) ესპანელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია.

რაც შეეხებათ სხვა "ბარსელონელებს" - ეზ აბდეს მაროკომ ხორვატიასთან ფრედ, 0-0 ითამაშა. თავად ეზალზული შეხვედრაში 65-ე წუთზე ჩაერთო. 

ტერ შტეგენის გერმანიამ კი იაპონიასთან სენსაციური მარცხი განიცადა და 1-2 წააგო. თავად მარკს არ უთამაშია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ნოემბერი 2022 22:11
    14
    ძაან საკაიფოდ ითამაშეს ძველი ბარსა იყო ბურთის დაჭერა მოკლე პასები აქტიური ფლანგები და სულ შეტევა
    ფანი [?]
    #1 23 ნოემბერი 2022 22:08
    9
    გერმანია უეჭველი ჩარჩენილები არიან