სენსაცია კატარში: არგენტინა საუდის არაბეთთან დამარცხდა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე პირველი სენსაცია ვნახეთ. ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი არგენტინის ნაკრები გამოკვეთილ ფავორიტად შერაცხულ საუდის არაბეთთან დამარცხდა.
არგენტინელებმა კარგად დაიწყეს და მე-10 წუთზე მესის ზუსტი თერთმეტმეტრიანით ანგარიშიც გახსნეს. პირველ ტაიმში "ალბისელესტემ" კიდევ 3 გოლი გაიტანა, მაგრამ სამივე თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
მეორე ტაიმის სტარტზე, ხუთწუთიან მონაკვეთში საუდის არაბეთის ფეხბურთელებმა ორი კარგი გოლი გაიტანეს, არგენტინამ კი შესვენების შემდეგ ბევრი ვერაფერი შექმნა და სერიოზული სენსაცია მუნდიალის პირველივე ტურში ვიხილეთ.
ამ თამაშში არგენტინის ნაკრების 36-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 34 ]