ოფიციალურად: ბარსელონამ ფილიპე კოუტინიო გაყიდა

ოფიციალურად: ბარსელონამ ფილიპე კოუტინიო გაყიდა

ბრაზილიელი შემტევი ფილიპე კოუტინიო "ასტონ ვილას" საკუთრებაა. "ბარსელონამ" ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

კატალონიური კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ "ბარსა" 20 მილიონ ევროს მიიღებს, ასევე კოუტინიოს მომავალი ტრანსფერიდან 50% კატალონიელებს შეხვდებათ.

ფილიპე კოუტინიო "ბარსელონაში" 2018 წლის იანვარში "ლივერპულიდან" 135 მილიონ ევროდ გადმოვიდა. კატალონიურ გუნდში მან 106 თამაში ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა, 14 საგოლე გადაცემა გააკეთა და 5 ტიტული მოიგო.

მიმდინარე წლის იანვარში 29 წლის ბრაზილიელი "ასტონ ვილაში" იჯარით გადავიდა. ინგლისელებს მისი 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ჰქონდათ, მაგრამ ფულის დროზე ადრე მიღების გამო "ბარსა" ფეხბურთელის 20 მილიონ ევროდ გაყიდვას დასთანხმდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 12 მაისი 2022 22:22
    3
    ეგ ორმოცდაათი პროცენტი მომეწონა
    --------------------
    ARTHUGS